x
მეტი
  • 14.03.2025
  • სტატია:140951
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513753
სამშობლო*_*
image


















ვსწავლობ შენს ქუჩებს და თანაც ნაბიჯ-ნაბიჯ,

გრძელი აივნებით, ჭრელი იერსახით.

მხიბლავს უბნები და შენი ხასიათი,


ხან ნაცრისფერი და ხანაც დარდიანი.

მიყვარს: ცისარტყელა სალტედ წვიმის შემდეგ,

ცა მოწმენდილზე და ოდნავ ღრუბლიანი,

შენი განთიადი, ბეღურებიანი,

დღე მზიანი და ღამე მთვარიანი,

კიდევ მთაწმინდა და ძველი ანჩისხატი,

ეკლესიებიდან ზარი მადლიანი,

ლოცვა ვედრების და ლოცვა ხათრიანი;

ღმერთო დიდებულო კვლავაც დაგვიცავი.

1
22
4-ს მოსწონს
ავტორი:PAPILLON
PAPILLON
22
  
0 1 1