კინო ინტერვიუ ვირჟინი დეპანტთან 2017, 12 ივლისი, 16:02 აქ არ იქნებოდით, რომ არა... სმა რომ არ შემეწყვიტა 30 წლის ასაკში, იღბლიანი ვარ, რომ საკმაოდ ადრე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მივხვდი, რომ რისი კეთებაც მე მინდოდა, სასმელთან შეუთავსებელი იყო. ჩემს ცხოვრებაში ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან რაღაცებს სპობდა. თავი რომ არ დამენებებინა, ვერ დავწერდი ''King Kong theorie'' და სხვა ნაწარმოებებს. და თუ დღეს მე მშვიდი და ტკბილი ცხოვრება მაქვს 48 წლის ასაკში, ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა. ზოგადად, არა მხოლოდ მსუბუქი, არამედ ყველანაირი ნარკოტიკის ლეგალიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი უსაფრთხოა. ხალხს წარმოდგენაც კი არ აქვს, რამდენად მძიმეა ნარკოტიკის მიღების შეწყვეტა. დალევა როდის დაიწყეთ? კარგად მახსოვს, ეს იყო 12 წლის ასაკში, ქორწილში, როცა ერთი ჭიქა გავსინჯე, აღმომხდა:ვა, რა მაგარია! ამის შემდეგ სასმელზე შეყვარებული გავხდი. მოზარდობისასაც ვსვამდი ბარში, დღესასწაულებზე, მეგობრების წრეში. მქონდა შემთხვევითი კავშირები, უკონტროლო გავხდი. ფხიზელს არ შემეძლო საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის თვალის გასწორება. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა გამეკეთებინა, ძალიან რთული აღმოჩნდა, საკითხი არ იდგა ასე: დალევა ან არდალევა. ეს ცხოვრების გზაა, თამაშია. და ალკოჰოლით გამოწვეული ხასიათი უნდა შეიცვალოს, მე, მაგალითად, 30წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მორცხვი ვარ. ეს აქამდე არ ვიცოდი. დაგეხმარნენ? ვხვდებოდი ადამიანებს, ვინც თავი დაანება დალევას, ხელახლა ვისწავლეთ ყველაფრის კეთება: გამოსვლა, სადილობა, კონცერტზე წასვლა. ურთიერთდახმარების გარეშე, პრობლემის წინაშე მარტო პირისპირ დარჩენილი ვერაფერს გავაწყობდით. სახლში დაბრუნებისას ფხიზელი ბევრ რამეს აანალიზებ. ამან მომცა ბიძგი, რომ მეწერა. ამასთანავე მოვიდა შფოთვა, 25 წელია ვწერ და შფოთვები არ მტოვებს. მაგრამ ამას შევეგუე, რადგან ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. საჭიროა ამ ეტაპების გავლა და თუ მივხვდით, რომ წიგნი არ გამოვიდა, წერა უნდა შევწყვიტოთ სამუდამოდ. ამ განწყობას იზიარებენ თქვენი კოლეგა ავტორები? დიახ, განსაკუთრებით ქალები, რადგან მათთვის უფრო იოლია საუბარი საკუთარ მგრძნობელობაზე. კოლექტიური არაცნობიერი გვაძლევს ბევრ სიუჟეტს საწერად და გამოსაქვეყნებლად. გამოქვეყნება, სინამდვილეში, ძალიან კაცური საქმეა, გადავხედოთ ისტორიას, ამ საკითხში პრეროგატივა კაცებს ჰქონდათ. დღეს აღარავის უკვირს ხისმჭრელი ქალი, მაგრამ მწერალ ქალზე იმავეს ვერ ვიტყოდით. დღეს აღარავის ეცინება ფოსტალიონ ქალზე, მაგრამ რამდენი ჩაიცინებს მწერალი ქალის გაგონებისას. ჩვენ დავარღვიეთ და გადავლახეთ საზღვრები. ლეგიტიმურობის პრობლემა კვლავ გვაქვს. ყოველთვის წერდით? დიახ, მას შემდეგ, რაც გრაფინია სოფი დე სეგიური წავიკითხე. ვწერდი პატარა გოგონების დიალოგებს. დედაჩემი იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც მამხნევებდა. მახსოვს, დიდ რვეულში დაწერილ ისტორიებს ვაჩვენებდი და მიხაროდა. შემდეგ წერილებს ვწერდი ყველას: სკოლელ გოგონებს, ნათესავებს. ვცხოვრობდი გიჟური ეპისტოლარული ცხოვრებით. ვიღებდი საპასუხო წერილებს და უმალვე ვგზავნიდი მეც. მიხაროდა ფოსტის მოსვლა. ეს გრძელდებოდა, სანამ პარიზში წავიდოდი 24 წლის ასაკში. მაშასადამე ძალიან აქტიური იყავით კი, ძალიან, ყველასთან გახსნილი და ღია ვიყავი. მჯეროდა, რომ სამყაროში ბევრი კარგი რამ იყო და მე უნდა აღმომეჩინა. მიყვარდა სკოლაც, კლასის წარმომადგენელიც კი ვიყავი. მაშინ რატომ გქონდათ შეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან 15წლის ასაკში? პატარა ბომბი ვიყავი, მინდოდა, დიდებული, დაუჯერებელი ცხოვრებით მეცხოვრა. თითქოს სამყარო მიხმობდა, არ მინდოდა კონცერტის გამოტოვება პარიზში, გერმანიაში. ვმგზავრობდი ავტოსტოპით. ისეთი ასაკია, ყოველი შეხვედრა გცვლის, ახალ თავგადასავალს ეძებ. ახალი კარი იღება შენთვის. მესმოდა მშობლების წუხილი, დარდი, შეკავების სურვილი, შიში, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც მათთან აღარ ვსაუბრობ. იმავე პრობლემის წინაშე ბიჭი არასდროს დადგებოდა. რადგან გოგონებს უფრო იოლად ვთოკავთ. 17 წლისა ლიონში გადავედი ბედნიერი და სწავლის სურვილით აღვსილი. როგორც ცნობილია, ლონდონისკენ ავტოსტოპით მიმავალი გაგაუპატიურეს. ასეა, მაგრამ როგორც იმ ეპოქის ქალს, ეს უნდა უარმეყო. მერე აღმოჩნდა, რომ მარტო არ ვყოფილვარ. მაშინ ასეთი განწყობა იყო: თუ ეს შენ დაგემართა, მოკეტე და ამაზე არ ილაპარაკო. დღეს სხვა სიტუაციაა, ინტერნეტში უამრავ მსგავს ისტორიას წაიკითხავთ. ამან გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე? ხშირად ვფიქრობ, ეს რომ არ მომხდარიყო, ასეთი ვიქნებოდი თუ არა, პასუხი არ მაქვს. ჩემს თავს ვეკითხები, 30 წლის მერე ამ ყველაფერმა გაიარა თუ დარჩა ჩემში. ეს ჩემი შემადგენელი ნაწილია. ძალადობა თითქმის მთელ ჩემს შემოქმედებაშია, სხვაგვარად არ შემიძლია. წიგნში ''King Kong theorie'' წერთ, წარმოვიდგენ ხოლმე, თუ რა იქნებოდა ერთ დღესაც დასრულებულიყო ეს ყვეალფერი, დავცარიელებულიყავი და გავთავისუფლებულიყავი ამისგან. მაგრამ ეს შეუძლებელია, ესაა საყრდენი. სწორედ ესაა წიგნის არსიც, რომელიც არ დამიწერია მსუბუქად. თუ შენ არ ხარ ბედნიერი ამის დაწერისას, ან გამოსვლის მერე არ იცი, მოგხვდება ლაფი, გაგლანძღავენ, ან ლინჩის წესით გაგასამართლებენ. უარესს ელი და თავს გრძნობ, როგორც სამურაი, მაგრამ შენ იცი, რომ ეს მნიშვნელოვანია, მისიას ჰგავს. ჰოდა განაგრძობ სვლას. ლიონში გატარებული პირველი წლები ალტერნატიულ როკს უკავშირდება, სრულ თავისუფლებას. აბსოლუტურად! ვცხოვრობდი ბედნთან, ტყავისა და რკინის სამკაულები, მოკლე, ფერადი თმები, ქალაქ-ქალაქ დავდიოდი კონცერტზე დასასწრებად. ვკითხულობდი, ვწერდი, მქონდა გიჟური ენერგია, დიდი სითბო ჩემი ჯგუფის წევრების მიმართ. ყოველი წლის ბოლო ჩემთვის ვამბობდი, რა მაგარია, ამ ხალხს რომ შევხვდი, რამდენი რამ ვისწავლე. გარდა ჩანაწერებისა, კიდევ რას საქმიანობდით? პროსტიტუციით ვიყავი დაკავებული ორი წლის განმავლობაში. და მადლობა მინიტელს, შესანიშნავია ორ დღეში 4 000 ფრანკის გამომუშავება. ინტერნეტის გადასახადი, მინიმალური შემოსავალი. არ ფიქრობთ, რომ მთავარ ტაბუს არღვევთ? ბევრად მეტი გავაკეთე ჩემი პირველი სატელევიზიო ინტერვიუსას, ვისაუბრე უბიწობის დაკარგვაზე, გავყიდე ჩემი პრივატულობა. მეორე დღეს ყველა მცნობდა ქუჩაში, დავარღვიე ანონიმურობა, რაც ასე ძვირფასია პარიზისთვის. პირველ კლიენტთან შეხვედის მერე აღფრთოვანებული ვიყავი ნახევარ საათში ამდენი ფული ვიშოვე! ოშანში სამუშაო დღის შემდეგ მე ვიყავი გოგონა ცუდი ცხოვრებით. დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ იმ დროს გატაცებული ვიყავი ბიჭებითა და სექსით. მიმაჩნდა, რომ გენიალური იყო ყველასთან წოლა. საკმარისი იყო ჩამეცვა მოკლე კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და დავბუნებოდი სამუშაოს მარტივად. ეს შეიცვალა პარიზში ჩასვლის შემდეგ, როცა მე ვნახე თეთრი, ჩინებული რუსი მეძავები. რა გასწავლთა ამან? ბევრი რამ. უცნაურია, მაგრამ ბიჭები სხვა მხრიდან დამანახა. უფრო სიმპათიურები და ამაღელვებელნი. ეს იყო ნიშანი, რომ დიდხანს აღარ უნდა გაგრძელებულიყო ჩემი საქმიანობა. მათ ტკივილსა და მგრძნობიარე ბუნებას უფრო კარგად ვხედავდი და ამან მაფიქრებინა, რომ ბიჭები თავს უკეთ გრძნობენ, უკეთ იქცევიან მეძავებთან, ვიდრე ბარში გაცნობილ გოგონასთან. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ეტაპი გასავლელი იყო გაუპატიურების მერე, როგორც მტკივნეული პროცესი აღსადგენად? ასეა. სექსი არ კარგავს ღირებულებას, ამიტომ მე შემეძლო გამეყიდა იგი საკმაოდ ძვირად და ბევრჯერ. ეს მე ძალას მაძლევდა. ეს მე ვარ ახლა, აქ და მე გადავწყვეტ, რა ვუქნა ჩემს სხეულს. და ვეშვებოდი თავგადასავლებში. სინამდვილეში რა არის ქალურობა? ამ საკითხზე ყოველთვის ვფიქრობდი და ბოლომდე ცხადი არც ახლა არაა. დედაჩემი ფემინისტია და ამაზე ბევრი წამიკითხავს. ჩემი პასუხები დროდადრო იცვლებოდა. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ეს თემა მეტისმეტად რთული იყო და ბრაზი იმატებდა ჩემში, რას ვთხოვდით გოგონებს ქალურობის სახელით? ჩავატარეთ ექსპერიმენტი, სადაც 5- 6 წლის გოგო-ბიჭები იღებდნენ მონაწილეობას. რეკლამა უნდა გაეწიათ მარილიანი იოგურტისთვის, ხოლო ამის შესახებ მათ არ იცოდნენ. ბიჭები იჭყანებოდნენ და ეძნელებოდათ დალევა, გოგონებმა კი მარტივად გაართვეს თავი, იღიმებოდნენ და იზიდავდნენ სხვების ყურადღებას. სწორედ ესაა ქალურობა, არ იყო სპონტანური, პირველ რიგში იფიქრო სხვაზე და მიანიჭო მას სიამოვნება. გადაყლაპო და გაიღიმო. როცა ვხედავ, თუ რას ვითხოვთ გოგონებისგან, რომ წესებს დაემორჩილონ, შევაკავოთ, ბორკილები დავადოთ. ჩემთვის ვამბობ, რომ ესაა ქალურობის ისტორია, თაღლითობა და მეძავობა, მორჩილების ხელოვნება. სოციუმში გადარჩენის ინსტინქტით მეც კი მიმოქმედია, გავხდი ქერა, შევწყვიტე ალკოჰოლის მიღება, ვხვდებოდი კაცებს. 35 წლის ასაკში არ გავმხდარვარ ლესბოსელი. ეს არჩევანზეა? შეყვარებული ვიყავი გოგონაზე. ჰეტეროსექსუალობიდან გამოსვლა იყო დიდი შვება. თავიდანვე არ ვიყავი უეჭველად ჰეტერო. იყო ჩემში რაღაც, რაც შეუთავსებელი იყო ასეთ ქალურობასთან. ახლა სრულიად გავთავისუფლდი მაცდური ჰეტეროსექსუალური დიქტატისაგან. არ ვკითხულობ ქალურ ჟურნალებს მოდაზე, ორალურ სექსზე. ერთხელაც, მოულოდნელად მომესმა მონიკ ვიტინგის სიტყვები: ''ლესბოსელები არ არიან ქალები''. იმიტომ რომ ისინი არ არიან კაცის სამსახურში? ფემინიზმმა ბევრი რამ შეცვალა, საბედნიეროდ, ისტორიულად ქალი უნდა ყოფილიყო სახლში, გაეზარდა ბავშვები, მომსახურებოდა მათ და ძალიან არ უნდა ებრწყინა. როცა ვხედავ მეცნიერ ქალს, რეჟისორ ქალს, ყოველთვისაა საფრთხე, რომ მან დაკარგოს მეწყვილე, მაგრამ თუ კაცი მზადაა, დაინახოს მასში მეტი, ვიდრე მხოლოდ ქალი, ეს დიდი იღბალია. შური შეიძლება არსებობდეს ჰომოსექსუალ წყვილში? ეს ორ ადამიანს შორის რჩება. მჯერა, რომ ერთს უნდა უხაროდეს სხვისი წარმატება. როგორც ჰეტეროსექსუალობას შეუძლია დაბლა დაგცეს, ისე ჰომოსექსუალობას ძალუძს გაფურჩქნოს შემოქმედი. არსებობს კიდევ ნეგატიური ხედვა, რის გამოც არ გაუმჟღავნებიათ ცნობილ ადამიანებს თავიანთი ორიენტაცია? სიტუაცია ძალიან შეიცვალა. თუ შემოქმედი ქალის ჰომო ან ბისექსუალის რაციო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნამდვილ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ეს გათავისუფლებს, გიხსნის გზას წარმატებისკენ. თქვენს წყვილს არაფერი ემუქრება. აღარ გაწუხებს მუხრუჭები. რა როლი ითამაშეთ გეი ქორწინების დაკანონებაში? საერთოდ, ყოველგვარი ქორწინების წინააღმდეგი ვარ. მაგრამ თუ ყველას ერთნაირი უფლებები ექნება, ეს გააადვილებს ცხოვრებას. როდესაც ბოლოს მივიღე მონაწილეობა გეი აღლუმში, ბევრი ახალგაზრდა დავინახე და ვიფიქრე: ეს ის თაობაა, რომელიც თამამად განუცხადებს მშობლებს საკუთარ ორიენტაციას და ისინიც ამის გამო აღარ იტირებენ. რთულია და ტრაგიკული, როცა იმაზე ტირიან მშობლები, ვინ ხარ შენ, დღეს კი მშობლები ამაზე მეზობლებთანაც კი ისაუბრებენ. სიბერის გეშინიათ? უფრო სიკვდილის მეშინია. მაგრამ დღეს მე უფრო უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე ოცი წლის წინ. მე არ ვარ მოდელი და არ ვიცი როგორ ავარიდო თავი სიბერეს. მაგრამ როცა ეკრანზე ვხედავ მარიან ფაიტფულს, შევძახებ ხოლმე: შესანიშნავია! მშობლები რას ფიქრობენ თქვენზე? ჩვენ ახლოს არ ვართ, მაგრამ ვიცი, რომ მათი ხედვა ძალიან შემწყნარებლურია ჩემზე. მწამს, რომ კმაყოფილები არიან. მახსენდება, როცა რენოდოს პრიზი ავიღე, მამაჩემი ბედნიერი ჩანდა. 41 შეფასება არ არის
|