x
მარიამ მირზახანი გარდაიცვალა
ირანელი მათემატიკოსი და პირველი ქალი ფილდზის მედალოსანი 15 ივლისს ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. იგი ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას, ბოლო დღეებში კი ამერიკის კლინიკაში მოათავსეს.

''ამ ამბავმა გული გამიტეხა, ძალიან ადრე წავიდა ჩვენგან, სინათლე ჩაქრა'', - წუხილი გამოთქვა ფირუზ ნადერიმ, ნასას მეცნიერმა და მეგობარმა.

მარიამ მირზახანი იყო სტენფორდის მათემატიკის პროფესორი. შარიფის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ხოლო 2004 წელს კი ჰარვარდის დოქტორის წოდება მიენიჭა.

2014 წელს კი მან ისტორია შექმნა, როცა გაიმარჯვა როგორც არა მხოლოდ პირველმა ქალმა, არამედ პირველმა ირანელმა, რომელმაც მიიღო ფილდზის მედალი ე.წ. ნობელის პრიზი მათემატიკაში.


მირზახანი დაიბადა თეირანში 1977 წელს და გაიზარდა ისლამურ რესპუბლიკაში.

მას ქმარი - ჩეხი მეცნიერი იან ვონდრაკი და შვილი ანაიტა დარჩა. image

0
1538
1-ს მოსწონს
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
1538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0