სიახლეები ნუ დალევთ დღეში 8 ჭიქა წყალს, ეს რეკომენდირებული არ არის 2017, 11 ივლისი, 18:16 ![]() ყოველ ზაფხულს შეხვდებით სხვადასხვა ინფორმაციას სხვადასხვა ტელე თუ ინტერნეტ საინფორმაციო საშუალებებში იმის შესახებ, რომ უწყლოობას შეუძლია დეჰიდრატაციის გამოწვევა. ისინი ამტკიცებენ, რომ წყალი მაშინაც კი უნდა დავლიოთ როდესაც არ გვინდა. ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. და კიდევ! ეს ყოველივე დაფუძნებულია შიშზე. მოდი გავიგოთ რას ფიქრობს ამ ყველაფრის შესახებ მეცნიერება. ჯერ კიდევ 2007 წელს ჟურნალმა БМЖ-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია დღეში 8 ჭიქა წყლის შესახებ, მაგრამ ამ ყველაფერს ხალხმა დიდი მნიშვნელობა და დიდი ყურადღება არ მიაქცია. ბევრი თვლის, რომ 2.5 ლიტრი წყალი დღეში სავსებით ნორმალურია. დიახ, ასეთი წესი მართლაც მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული და ბევრს სწორედ ეს მიაჩნია სწორად. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განმარტება: წყლის დიდ ნაწილს სწორედ ის საკვები შეიცავს, რომელსაც თქვენ მოიხმართ. წყალი დიდი რაოდენობითაა ბოსტნეულში და ხილში. წყალი - ეს არის ასევე წვენი, ლუდი ჩაი და ყავა. ხოლო ყავას აქვს შარდმდენი ეფექტი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის: წყალი არის წყალი. და რაც არ უნდა იყოს, ჩვენს ორგანიზმს აქვს დატენიანების და ჰიდრატაციის საწინააღმდეგო მექანიზმი. არცერთი სამეცნიერო დასკვნა არ არსებობს იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით ჭარბ წყალს შეუძლია რაიმე სარგებელის მოტანა, პირიქით, შესაძლოა ამან ზიანიც კი მოგაყენოთ: თირკმელების გადატვირთვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ჩანს. მნიშვნელოვანი რაოდენობა რეკლმაებისა მასობრივად ზრდის წყლის გაყიდვების რაოდენობას, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ბოთლებით ყიდულობენ წყალს ყოველ წელს იზრდება. გაყიდვები კი თავისთავად წყლის მოხმარებასთან ერთად მატულობს. ![]() ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 841 4-ს მოსწონს
|