ქალი და მამაკაცი ანჯელინა ჯოლი ხელახლა თხოვდება? 2017, 11 ივლისი, 15:01
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ყოველკვირეულ ჟურნალ InTouch-ს გვერდებზე. ინსაიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ანჯელინა ჯოლი უახლოეს მომავალში ქორწინებას გეგმავს! მსახიობს ჯერ არ დაუსრულებია განქორწინება თავის კოლეგასთან ბრედ პიტთან, რომ უკვე მზად არის გააფორმოს ურთიერთობა ახალ შეყვარებულთან. საქმროს სახელს ვარსკვლავი არ ახმაურებს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის მილიონერი და ქველმოქმედია ბრიტანეთში. წყვილის გაცნობა შარშან მოხდა, ცხადია, რომ ეს რომანი გახდა ქმართან განქორწინების რეალური მიზეზი. ცნობილია, რომ ურთიერთობა ისე სწრაფად განვითარდა, რომ კინოფილმ "ალექსანდრე"-ს და "Maleficent"-ის ვარსკვლავი მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას გახდეს საყვარელი ადამიანის მეუღლე. ბავშვები და პიტი მაგრამ რას ფიქრობს ამ დიდ სიახლეზე, მომავალ ქორწინებაზე, ანჯელინა ჯოლის ექვსი შვილი? აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა დრო გაეცნო მათთვის თავისი რჩეული. მხოლოდ მომავალ კვირას ჩამოფრინდება მდიდარი ბრიტანელი ლოს-ანჟელესში, რათა წარდგეს მსახიობის დიდი ოჯახის წინაშე. მაგრამ ბრედ პიტმა უკვე მოახერხა, კომენტარები მიეცა მომავალ ქორწილზე, რომელიც უნდა მოხდეს 7თვის შემდეგ, მისი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ . ბრედ პიტი ძალიან ნაწყენი იყო და გაბრაზებულიც იმაზე, რომ ქორწინების შემდეგ მის ექს-მეუღლის მამაკაცს, სრულიად კანონიერად შეეძლება დიდი დრო გაატაროს ნათესავებთან და ნაშვილებ ბავშვებთან, ამ დროს კი თავად იძულებული იქნება თხოვოს ანჟელინას, რომ შეხვდეს თავის გოგონებს და ბიჭებს. 436 2-ს მოსწონს
|