სხვა მოაშორეთ შავი ობი აბაზანისა და სამზარეულოს კედლებს - უმარტივესი და უსაფრთხო მეთოდი 2017, 11 ივლისი, 14:47 მუქი ლაქები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება კედლებზე ნუ გგონიათ რომ არაფერს გავნებთ. ეს იმაზე საშიშია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს გახლავთ სოკო, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზების დახმარებით აღწევს. რაც იწვევს პირ-ხახის მძიმე ანთებით დაავადებებს, პნევმონიას, ასთმას და კანდიდოზს. შავი ლაქები არის სოკოები, რომლებიც უმარავი სახის მიკროორგანიზმს აერთიანებენ. თითოეული ეს სოკო საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად მოაშორეთ ეს მავნე ბაქტერიები თქვენს სახლს.
რატომ ჩნდება სახლში სოკო? ძირითადად, ობი ჩნდება სახლის იმ ადგილებში, სადაც ტენიანობა მაღალია. ეს გახლავთ აბაზანა და სამზარეულო. ზამთარში ხშირად კედლები იყინება, რაც არასწორი და ცუდი რემონტის ბრალია და ჩნდება ნესტი. გაუმართავი წყლის სისტემაც იწვევს სოკოს გაჩენას. აბაზანაში მისი გაჩენის ყველა პირობა არსებობს: • მზის ნაკლებობა; • ჰაერის ცუდი ცირკულაცია; • მაღალი ტენიანობა. როგორ ვებრძოლოთ შავ ობს? სოკოსთან ბრძოლა აუცილებელია. ობთან ნებისმიერი კონტაქტი საშიშია, ამიტომ სანამ კედლების წმენდას დაიწყებთ რეზინის ხელთათმანები და პირბადე გაიკეთეთ. კედელების გასაწმენდად ვიყენებთ წყალბადის ზეჟანგს- მას სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ხალხურ მედიცინაში უნიკალურ სამკურნალო საშუალებად ითვლება. როგორ გამოვიყენოთ? იყიდეთ 3-4 ცალი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ნაჭერი. თუ გაქვთ სახლში პულივიზატორი ჩაასხით მასში წყალბადის ზეჟანგი, მიაპკურეთ კედლის ობიან ადგილს, ჯერ ღრუბლით და შემდეგ კი ნაჭრით გაწმინდეთ. თუ პულივიზატორი არ გაქვთ, მაშინ პიდაპირ ღრუბელზე დაასხით სითხე და ისე გაწმინდეთ კედლები. შედეგი გაგაოცებთ! წყალბადის ზეჟანგი ძალიან სწრაფად და ეფექტურად აშორებს ობს! მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. რაც მთავარია, თქვენ ზოგავთ ზედმეტ თანხას, შედეგით კმაყოფილი ხართ და უფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას. გარდა ამისა, წყალბადს სხვა უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისება აქვს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია : ე.წ "პერეკისი" უნიკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება! გაწმინდეთ გაჭედილი მილები სწრაფად და მარტივად! გაწმინდეთ რბილი ავეჯი და ლეიბები სწრაფად და მარტივად!!! სარეცხის საპნის გამოყენების 10 გასაოცარი გზა და მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები! "მარგანცოვკის" სასარგებლო თვისებები, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! აქტივირებული ნახშირი 11 პრობლემას მოგიგვარებთ, ეს უნდა იცოდეთ! 2963 2-ს მოსწონს
|