ფაუნის წარმომადგენლებს ისევე შეუძლიათ ჩვენი გაკვირვება, როგორც ადამიანებს. და მათაც ისევე, როგორც ჩვენ, აქვთ გრძნობები, ემოციები და უცნაური თავისებურებები.
1. პარადოქსალური ბაყაყის თავკომბალა უფრო დიდია, ვიდრე ბაყაყი
პარადოქსალური ბაყაყი – ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უჩვეულო წარმომადგენელია. მისი პარადოქსალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაყაყის თავკომბალა, თავად ბაყაყზე რამდენჯერმე დიდია. თუ მაგ., ზრდასრული ბაყაყის სიგრძე 6 სმ-ი, თავკომბალობის პერიოდში, მისი სიგრძე 25 სმ. იქნებოდა. ზრდასთან ერთად, თავკომბალა თანდათან პატარავდება და ბაყაყისთვის დამახასიათებელ ზომას იღებს. ამ უჩვეულო ბაყაყის გავრცელების არეალი სამხ. ამერიკა არის.
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070720135873439.jpg)
2. ერთად დაბადებულ დათუბიებს, შეიძლება, ერთი დედა და სხვადასხვა მამა ჰყავდეთ
3. პატარა კოალებს ხველების საწინააღმდეგო წამლის სუნი აქვთ
კოალები ევკალიპტის ტყეებში ბინადრობენ. ისინი ხეებზე ცხოვრობენ – იქ ჭამენ, სძინავთ და მრავლდებიან.
კოალა დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევა. ახალდაბადებული კოალა 15-18 მმ-ია, ხოლო მასა – 5, 5 გრ. შეადგენს და რომ არა ძლიერი ევკალიპტის სუნი, ეს ცხოველები დიდი ხნის წინ გადაშენდებოდნენ. მტაცებლები მათ სწორედ ამ სუნის გამო არ ემტერებიან.
კოალას მეორენაირად ევკალიპტის დათვებსაც უწოდებენ, რადგან ისინი ევკალიპტის ფოთლებით იკვებებიან. ამ მცენარის ფოთლები ეთერზეთს შეიცავს, რომელსაც მძაფრი სუნი და ანტიბაქტერიული თვისება აქვს. გარდა ამისა, ევკალიპტში დიდი რაოდენობით არის ფიტონციდებიც. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით, ევკალიპტი ყველა ცნობილ მცენარეს უსწრებს. სწორედ ფიტონციდების არსებობა გახდა, უძველეს დროში, ლეგენდის გაჩენის მიზეზი, რომლის მიხედვით, ევკალიპტს შეუძლია ჰაერის გაწმენდა და დეზინფიცირება. ხოლო დღეს, მეცნიერები და ექიმები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, საუკეთესო შედეგს ნატურალური ანტიბიოტიკები იძლევა, რომლებსაც მცენარეები გამოიმუშავებენ. სწორედ ამიტომ, შეიცავს ხველების წამლებ (ტაბლეტები და სითხე) ევკალიპტის ეთერზეთებს.
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811303173439.jpg)
4. ცხენირემი რქებზე ბუზის დაჯდომას გრძნობს
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070723210973439.jpg)
5. ნამგალებს ჰაერში სძინავთ
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811321773439.jpg)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070721381273439.gif)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811324073439.jpg)
ეს ფრინველები ყველა ბუნებრივ მოთხოვნილებას ჰაერში იკმაყოფილებენ (ძალიან მოკლე და სუსტი ფეხები აქვთ, აფრენა უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, ღამეს ჰაერში ატარებენ), მათ შორის, ძილითაც ჰაერში იძინებენ. მზის ჩასვლის დროს, ისინი ძალიან დიდ სიმაღლეზე ადიან, ფრთებს შლიან, ჰაერში ლივლივს იწყებენ და იძინებენ. ხოლო გამთენიისას, ქვემოთ ჩამოდიან, მიწასთან უფრო ახლოს.
6. ძაღლი კუდს სხვადასხვა მიმართულებით აქიცინებს
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811340873439.jpg)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070721412773439.gif)
თუ ძაღლი ბედნიერია და რაღაცა უხარია, ის კუდს მარჯვენა მხარეს აქიცინებს. ხოლო თუ ნაწყენია – მარცხენა მხარეს.
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811380873439.jpg)
7. ზვიგენი, ამობრუნების შემთხვევაში, ტრანსში ვარდება
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811494073439.jpg)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070721450873439.gif)
9. ჩოქელებს ყური უკანა კიდურებს შორის აქვთ
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811435473439.jpg)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070721523673439.gif)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811443273439.jpg)
10. არწივი – ცაში, ლომი – მიწაზე, ხოლო რვაფესა – ზღვაში
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811455273439.jpg)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070721552173439.gif)
რვაფეხას, ასევე ობობებს, მდინარის კიბოებს და მორიელებს ცისფერი სისხლი აქვთ. მათ სისხლში, რკინის შემცველი, ჰემოგლობინის ნაცვლად, სპილენძიანი ჰემოციანინი არის. სწორედ სპილენძი აძლევს სისხლს მოლურჯო ელფერს.
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811501673439.jpg)
11. კუებიც ტირიან...
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070722305473439.jpg)
ქვიშიან სანაპიროებზე, ხშირად შეიძლება თვალცრემლიანი კუს ნახვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რამე აწუხებს და ემოციებს ასე გამოხატავს. უბრალოდ, ამ ხერხით, ის თვალში ჩაცვენილ ქვიშას იცილებს.
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070723572973439.jpg)
12. პატარა ბეჰემოთები ბაღში დადიან
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811513173439.jpg)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070722403273439.png)
დედა ბეჰემოთი სადილზე წასვლის წინ, თავის პატარას ძიძას უტოვებს. ბეჰემოთების ყველა ჯოგში არსებობს ერთგვარი საბავშვო ბაღი, სადაც დედა ბეჰემოთები იკრიბებიან, თავიაანთ შვილებთან ერთად. ბეჰემოთი – ძალიან მზრუნველი ცხოველი არის და ვიდრე შვილს მცირე დროით დატოვებს, აუცილებლად რწმუნდება, რომ მის პატარას ყურადღებას სხვა ბეჰემოთები მიაქცევენ.
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070723565573439.jpg)
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811085673439.jpg)
* რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?
* ქამელეონის ნამდვილი ფერი
* 100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ
* საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ
* იდუმალებით მოცული 12 ცხოველი
* მითები ცხოველებზე
* 7 მითი ცხოველების შესახებ, რომლისაც სკოლის ასაკიდან გვჯერა
* ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე
* ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები
* ჩვეულებრივი ცხოველების მინიატურული ვერსიები
* მათ ისევე უყვართ საკუთარი შვილები, როგორც ადამიანებს (გულისამაჩუყებელი ფოტოსურათები)
![სახალისო ზოოლოგია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017070811525073439.jpg)