სტომატოლოგია "მომავლის კბილის ჯაგრისი" წმენდას რამდენიმე წამში ამთავრებს 2017, 7 ივლისი, 19:27 კომპანია Amabrush – მა "ჭკვიანი" კბილის ჯაგრისი გამოუშვა. მოწყობილობა შედგება მოსახსნელი, პირის ღრუში მოსათავსებელი ნაწილისაგან, რომელიც ათობით ჯაგრისისგან შედგება და სახელურისაგან. ღილაკზე თითის დაჭერით სახელურიდან კბილის პასტა გამოდის, ჯაგრისები ვიბრირებენ და ყველა კბილი ერთდროულად იწმინდება. საშუალოდ, ადამიანები სიცოცხლის განმავლობაში კბილების დასუფთავებაზე 108 დღეს ხარჯავენ. თუ თქვენ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით წმენდის დროს 120 წამს ხარჯავთ, Amabrush –ს ამისთვის 10 წამი სჭირდება. 170 შეფასება არ არის
|