x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
აგრესიის წყაროები

imageმეცნიერები დიდი ხანია დავობენ აგრესიის მიზეზების შესახებ.ფროიდი თვლიდა, რომ ჩვენ აგრესიის ინსტინქტი გვაქვს. სიკვდილის ინსტინქტის (Thanatos) თეორიის საფუძველზე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აგრესია შეიძლება მიმართული იყოს შიგნით, რასაც ინდივიდის თვითგანადგურება
მოჰყვება, ან გარეთ – სხვა ადამიანებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს თითქოს შესწევს უნარი, რომ გააკონტროლოს აგრესია, ფროიდი ფიქრობდა, რომ მისი მოშორება შეუძლებელია, ვინაიდან აგრესია ადამიანის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებას
წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მკვლევართა უმრავლესობა აღარ იზიარებს იმ აზრს, რომ აგრესია სიკვდილის ინსტინქტის შედეგია, ბევრი მათგანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ აგრესიის წყაროდ
შეიძლება თანდაყოლილი ტენდენციები ჩაითვალოს, რომლებიც
ადამიანს მრავალი სხვა სახეობის ცხოველთან ანათესავებს.

ევოლუციონისტური ბიოლოგიის წარმომადგენლებმა განავითარეს სოციობიოლოგიის განსაკუთრებული სფერო, რომელშიც ყურადღება ქცევის ბიოლოგიურ საფუძვლებზეა გამახვილებული. სოციობიოლოგები ამტკიცებენ, რომ სოციალური ქცევის ბევრი ასპექტი, მათ შორი საგრესია, შეიძლება ევოლუციური მიდგომის პოზიციიდან აიხსნას. ვინაიდან აგრესია ეხმარება მამრს, რომ მიაღწიოს
მდედრის დაუფლების სასურველ მიზანს, და ასევე ეხმარება მდედრს, დაიცვას თავისი შთამომავლობა, აგრესიის ამ ფორმებზე სრულად უნდა ვრცელდებოდეს ბუნებრივი გადარჩევის ცნობილი პრინციპები.

მართალია, ბევრი სოციალური ფსიქოლოგი ეთანხმება სოციობიოლოგების თვალსაზრისს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ადამიანის აგრესიის მიზეზების გაგებაში. ადამიანის აგრესია არის უფრო რთული, ცხოველის აგრესიისაგან განსხვავებულ ფორმებს იღებს და ხშირად მეტად განსხვავებულ სოციალურ კონტექსტებში იჩენს
თავს, რომლებსაც სხვადასხვა სოციალური ნორმები მართავს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სოციობიოლოგიური მიდგომა შეიძლება
დაგვეხმაროს ადამიანის აგრესიის ბუნებრივი წინაპირობების გაგებაში, ის არარის საკმარისი ადამიანის აგრესიული ქცევის ასახსნელად.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიოლოგია მხოლოდ მოკრძალებულ როლს ასრულებს ადამიანის აგრესიის გარკვევაში. ფიზიკურ აგრესიაზე
გავლენას ახდენს მამაკაცის სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი, სხვა ბიოქიმიურმა ფაქტორებმაც, მაგალითად, ნეიროტრანსმიტერმა
სეროტონინმა (serotonin), ასევე შეიძლება გარკვეული გავლენა
იქონიოს.ასევე ცნობილია, რომ აგრესიულ ინდივიდებს ტვინის აქტივობის განსხვავებული პატერნები აქვთ. გარდა ამისა, გამოვლენილი იქნა, რომ ადამიანის აგრესიასა და დამნაშავეობაზე გავლენას ახდენს გენეტიკური კომპონენტი, რადგან ანტისოციალური აგრესიული ქცევის გარკვეული სახეობები აშკარად მემკვიდრეობითი ხასიათისაა და ოჯახურ გარემოსთანაა დაკავშირებული.
აგრესია საკმაოდ სტაბილურია და ნაკლებად იცვლება მთელი სიცოცხლის მანძილზე;შედარებით არააგრესიული ადამიანები, როგორც წესი, ბავშვობიდან მოყოლებული, ნაკლებად ამჟღავნებენ აგრესიის ნიშნებს, ხოლო უკიდურესად აგრესიული ინდივიდები ზრდადასრულებულ ასაკშიც ინარჩუნებენ აგრესიისაკენ მიდრეკილებას.
მიუხედავად აგრესიის აშკარა კავშირისა გენეტიკურ და ბიოქიმიურ წინაპირობებთან, ისიც ცხადია, რომ ადამიანებში აგრესიის გამოხატვის ხასიათზე უდიდეს გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0