x
image
Maia kordzadze
10 დაავადება, რომელსაც აუზი კურნავს

აუზი-არა მარტო შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად და დროის

გასატარებლად, არამედ ბევრი დაავადების მკურნალობის

ინსტრუმენტია.ზოგიერთ მათგანზე წაიკითხეთ ჩვენ სტატიაში და მეტი იცურავეთ. ეს არა მარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც!



1.ნერვოზი



ნერვოზი


ცურვის დროს წყალი გავლენას ახდენს მთელი სხეულის ნერვულ

დაბოლოებებზე, ადუნებს და ამშვიდებს. წყლის ტემპერატურა არეგულირებს აღგზნების პროცესებს და თრგუნავს დაღლილობას,

აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღებას, ტვინში სისხლის მიმოქცევის დალაგების ხარჯზე.ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე-ცურვის შემდეგ ადამიანს ადვილად ეძინება და ძლიერად ძინავს.

გარდა ამისა, წყალი იწვევს სასიამოვნო ასოციაციებს, რომლებიც ნაკლებია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს დადებითად მოქმედებს მთლიანად ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.


2. სახსრების დაავადებები(ოსტეოხონდროზი, ართრიტი, ართროზი)
სახსრების დაავადება

ხშირ შემთხვევაში, ცურვა-არის ერთადერთი სპორტული და

ფიზიკური აქტივობა, რომელიც კურნავს სახსრების დაავადებებს, რადგან წყლის პირზე ვერ გრძნობ სხეულის წონას.
ცურვითი მოძრაობები წყალში მასაჟს უკეთებს სისხლძარღვების
მახლობელ ქსოვილებს, რაც აუმჯობესებს ლიმფურ ნაკადს, ამცირებს სახსრების შეშუპებას, ხდება ხრტილოვანი რეგენერაცია, დუნდება კუნთების სპაზმირება.


3.მალთაშუა დისკების გრიჟა
გრიჟა


სტატისტიკის მიხედვით, დღეს ყოველ 100 ათას ადამიანზე მალთაშუა დისკის გრიჟის 100 შემთხვევა მოდის. ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა საცურაო აუზზე, ეხმარება ადამიანს განკურნოს ეს დაავადება

ქირურგიული ჩარევის გარეშე.

აუზში ცურვა საშუალებას იძლევა გააძლიეროს კუნთები, რომელიც
სავარაუდოდ იღებს ნაწილობრივ დატვირთვას, რითაც განტვირთავს დაზიანებულ მალთაშუა დისკს.


4. დამბლა და ნაწილობრივი გადაადგილების დაკარგვის უნარი

დამბლა
დამბლის მთავარი გამოვლინება არის ნებისმიერი მოძრაობითი

აქტოვობის ნაკლებობა, ან შემცირება, რის შედეგადაც ადამიანი კარგავს სიარულის უნარს, შეასრულოს აქტიური მოძრაობები. აქედან გამომდინარე, ცურვა პრაქტიკულად ფიზიკური დატვირთვის ერთად ერთი ვარიანტია.

ასევე ცურვა -ინსულტის პრევენციის ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად გამოიწვევს დამბლას.ცურვა ხელს უწყობს სისხლძარღვთა ტონუსის და წნევის ნორმალიზაციას, და ასევე ეფექტურად ებრძვის სიმსუქნეს, რომელიც აგრეთვე არის ჰიპერტენზიის მიზეზი(ინსულტის მიზეზი).



5. ტრამვის შემდეგი რეაბილიტაცია


რეაბილიტაცია ტრამვების შემდეგ
სტატისტიკის თანახმად, პლანეტის ყოველი მერვე სიცოცხლეში
ერთხელ მაინც იღებს სერიოზულ დაზიანებას, მოტეხილობის სახით, ზურგის, მენისკის და მუხლის სხვა ტრამვებს. ძალიან ხშირადტრამვებს ქირურგიულ ჩარევამდე მივყავართ, რის შემდეგაც ადამიანის სხეულს სჭირდება აღდგენა.

აუზში ცურვა ხელს უწყობს სხეულის კუნთოვანი ჩარჩოს სწრაფ

აღდგენას. უბრუნდება კუნთებს ტონუსი და მცირდება ტკივილი,

რითაც ფართოვდება მოძრაობის რეჟიმი.


6. სიმსუქნე, ზედმეტი წონა


სიმსუქნე
ცურვა სიმსუქნის დროს იძლევა ერთდროულ დატვირთვას ყველა კუნთზე, ამასთანავე მთლიანად ხსნის მას ხერხემალზე და ფეხის სახსარზე, ვიდრე ნებისმიერი "მშრალი"ფიზიკური დატვირთვისას, წყალი ხომ სიმსუბუქის ეფექტს უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ცურვა, წყლის აერობიკა, ან თუნდაც უბრალოდ ცურვა ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის (დიდი პრობლემაა ზრდასრული ადამიანებისთვის): უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და სისხლის ნაკადი მიდის ყველა შინაგან ორგანოებში, რითაც უმჯობესდება სისხლის ნაკადი პერიფერიებში, სტაბილურდება წნევა.


7. გულის დაავადებები


გულის დაავადება
ცურვა ეფექტური საშუალებაა სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების
სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა: ჰიპერტენზია, სტენოკარდია, დისტონია, ათეროსკლეროზული სისხლძარღვთა

დაავადება.
ცურვის გამოყენება გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის იძლევა საშუალებას, ქიმიური პრეპარატების მიღებისგან შეამციროს სხეულის დატვირთვა, და ზოგჯერ უარი ითქვას მათზე.


8. ბრონქიტი და ასთმა


ბრონქიტი
ცურვა ერთდროულად სუნთქვითი წვრთნებია და მასაჟი, აგრეთვე ახდენს თავისებურ გავლენას ჩვენ სასუნთქ სისტემაზე. აუზზე ვარჯიში ბრონქო პათოლოგიის მქონე პაციენტებში მითითებულია,
პროფილაქტიკისთვის და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირების
მაჩვენებლების გაზრდისთვის, აგრეთვე მთელი ორგანიზმის

გაძლიერებისთვის.

ადამიანებისთვის, რომლებიც ბრონქო აპარატის პათოლოგიით არიან

დაავადებულები, ცურვითი ვარჯიშები, არა მარტო სასურველია,

არამედ სიცოცხლისთვის აუცილებელი.


9. ვენების ვარიკოზული გაგანიერება

ვენების ვარიკოზული გაგანიერება
პაციენტებს ვარიკოზული ვენებით აკრძალული აქვთ ძალოვანი
ვარჯიშები სატრენაჟორო დარბაზებში, სირბილი და ინტენსიური აერობიკა, რადგან ეს იწვევს ფეხებზე ზეწოლის გაზრდას, რომელიც ზრდის ვენურ წნევას ქვედა კიდურებზე. ეს იწვევს ვარიკოზული ვენების გაფართოებასა და გაუარესებას.
აუზზე ვარჯიშს, თავის მხრივ, არ აქვს ისეთი დატვირთვა.ამასთანავე, ცურვის დროს სხეული ჰორიზონტალურ პოზიციაშია, სისხლი

ფეხებიდან მიედინება, აგრეთვე შეიმჩნევა ფეხებზე დატვირთვის შემცირება, სხვა სპორტთან შედარებით. ცურვა დადებითად მოქმედებს ვენებზე, მათთვის დასვენების და სისხლის ნორმალურ მიმოქცევის საშუალებას იძლევა.


10. ხერხემლის გამრუდება

ხერხემლის გამრუდება


ხერხემლის გამრუდება - იწვევს საერთო ცვალებადობას ბავშვთა
ჯამრთელობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაწყებით კლასებში ხერხემლის გამრუდება ყოველ მეთხუთმეტეს აქვს, სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვების ნახევარს.
ცურვის დროს ადამიანის სხეული უწონო მდგომარეობაშია, რომელიც საშუალებას იძლევა ხერხემალზე სიმძიმის დატვირთვის შემცირებას.
ამავე დროს, ეს ჰარმონიზებას აძლევს, მალთაშუა კუნთების, გულმკერდის და წელის კუნთების ტონუსს. ცურვა ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას ბავშვებში, რომლებთაც აქვთ ხერხემლის გამრუდება.


1
386
4-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
386
  
2017, 7 ივლისი, 19:37
ვგიჟდები ისე მიყვარს ცურვა, მადლობა სტატიისთვის! ♥
0 1 1