x
image
ნინო დვალაშვილი
5 ბუნებრივი საშუალება კოღოს ნაკბენის შემდეგ ქავილისა და ალერგიის მოსახსნელად!
image
თქვენ ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ დაგაჯდათ კოღო ხელზე და უკვე გიკბინათ. ეს ნამდვილად არასასიამოვნო შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ გარემოში ხართ, სადაც ბევრი კოღოა და ნაკბენების რაოდენობაც იმატებს. ამ დროს სხეულზე, ნაკბენების ადგილას წითელი ლაქები ჩნდება. ხშირად ეს ლაქები ჩირქდება და ე.წ "პრიშიკად" გადაიქცევა. სიწითლის გარდა, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ქავილი. ჩვენ გასწავლით 5 მეთოდს, თუ როგორ შეამციროთ ნაკბენისგან გამოწვეული დისკოფორტი.


კოღოები ჩნდებიან იმ ადგილებში, სადაც გრძნობენ ადამიანის ოფლის სუნს, სითბოს და სინათლეს. შეცდომაა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ სიბნელეში მწერებს თავს დააღღწევს. კოღოს სუნის შეგრძნება სიბნელშიც მშვენივრად შეუძლია და საკბენ ობიექტსაც ადვილად აგნებს. image


ნაკბენის გაღიზიანების და ქავილის თავიდან ასაცილებლად ეს პროდუქტები გამოიყენეთ:



1. შვრიის ფანტელი- მას შეუძლია მოხსნას გაღიზიანება, გაგათავისუფლებთ ქავილისა და შეშუპეპისგან. 50გრ შვრიის ფანტელს დაასხით 50მლ წყალი (ადუღებული), გააკეთეთ ერთგავრი ფაფა, ოდნავ რომ გაგრილდება 10 წუთით დაიტანეთ პრობლემურ ადგილზე და პირსახოცით შეიხვიეთ;



2. ყინული- ხსნის სიწითლესა და ანთებას. ყინულის ტომარა ან პაკეტი რამდენიმე წუთით დაიდეთ პრობლემურ ადგილას. დიდხანს ნუ გაიჩერებთ, რადგან შესაძლოა კანი დაიზიანოთ;


3.თაფლს- ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო. სახლის მედიცინაში იგი ლიდერ პროდუქტად ითვლება. წაისვით მცირეოდენი თაფლი ნაკბენზე და 5 წუთში ჩამოიბანეთ. ნუ გამოიყენებთ თაფლს იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია გაქვთ.



image

4. ალოე ვერა- კვლევებმა უკვე დაადასტურა, რომ ალოე ვერას წვენი ანთების საწინააღმდეგო თვისებების მატარებელია. თქვენ შეგიძლიათ იგი დაიტანოთ ნაბენზე და ქავილი რამდენიმე წუთში მოგეხსნებათ;


5. რეჰანი- შეიცავს ქიმიურ ნივთიერება ეუგენოლს, რომელიც ათავისუფლებს კანს, ხსნის დაჭიმულობასა და ქავილს. 2 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი გამხმარი რეჰანის ფოთოლი. დაელოდეთ სანამ არ გაცივდება, შემდეგ მასში დაასველეთ ნაჭერი და ნაკბენზე დაიფინეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ რეჰანის ახალი ფოთოლი და დაიფინოთ ნაკბენზე.


გაითვალისწინეთ: ეს მწერები ყველაზე აქტიურები საღამოსა და ღამით არიან. თუ შესაძლებელია ჩაიცვით გრძელი სამოსი და ასევე, მოერიდეთ ადგილებს, სადაც მდგარი წყალია.



image



ეს საინტერესოა:


''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?


ბრაზილიელი ბერის რეცეპტი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს!



სარეცხის საპნის გამოყენების 10 გასაოცარი გზა და მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები!



აქტივირებული ნახშირი 11 პრობლემას მოგიგვარებთ, ეს უნდა იცოდეთ!












0
1320
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0