x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
XVII-XVIII სს. დასავლეთ ევროპულ მხატვრულ მიმართებებში ასახული შიშველი სხეული
imageბაროკოს, როკოკოს, კლასიციზმის, რომანტიზმის, თუ რეალიზმის ფერმწერები
ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებული წესებით და კანონებით მოქმედებდნენ, თითოეული მიმდინარეობისთვის
დამახასიათებელ საერთო ელემენტები, მათ საკუთარი
ფანტაზიებით, თეორიული მსჯელობებითა და მიმდინარეობის
შესაბამისი თავისებურებებით გაამდიდრეს. ყველა
მათგანი გამორჩეული იყო საკუთარი ხელწერით,
ფერებით, ფორმებით, ჰარმონიითა თუ მონუმენტურობით. მრავალი ფერმწერი ხატავდა შიშველ
ადამიანებს, ანდროგინებსა თუ ფანტასტიკურ არსებებს, მაგრამ, მიუხედავად მსგავსი თემატიკისა,
ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა.

მაგალითად, ბოტიჩელის „ვენერას დაბადებისაგან“ მეტად განსხვავებულია ამავე
სახელწოდებისა და თემატიკის სურათი შესრულებულია გენიალური ფრანგი მხატვრისა და
XIX საუკუნის სალონური აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905) მიერ. ტილოზე
ზეთის საღებავებით დახატულ ამ შედევრ-სურათს, რომელსაც კრიტიკოსები დღემდე ამ მხატვრის
საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევენ, ბევრად განსხვავდება ბოტიჩელის
ვენერასაგან. ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია როგორც ეპოქის ცვლასთან, ისე შთაგონების
წყაროსთან, ასევე დაკავშირებულია ამ მხატვრების საოცარ ინდივიდუალიზმთან, აღნიშნული
ნამუშევრების შედარება, გვიჩვენებს, რომ არცერთი ხელოვანი არ ფიქრობს ერთნაირად, არცერთს
არ წარმოუდგენია ღვთაებრივი სილამაზე ერთნაირად და შესაბამისად, არცერთი ხატავს ერთნაირად...
ბოტიჩელი ოქროს ფერს აღმერთებს, ბუგეროს ტილო კი ძირითადად შესრულებულია თეთრ და ცისფერ
ტონებში, რაც სურათს საკმაოდ ნათელ ეფექტს სძენს.სინათლე და ცისფერი სიმბოლიზირდება ღვთაებრივ საწყისსა და სისუფთავესთან.
სურათზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ვენერაზე, ხოლო სხვა შიშველი ფიგურები
(რომლებიც ქაოტურად არიან განლაგებული ტილოზე), შედარებით ჩრდილში არიან მოქცეულნი.
მოღრუბლული და ქარიშხლის მომასწავებელი ცის ფონი - ცხოვრებისეულ სირთულეებთან ასოცირდება,
რაც შეეხება ბოტიჩელის „ვენერას დაბადებას“, აქ აშკარად ჩანს ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი
ჰარმონია, მშვენიერების, ღვთიური საწყისის ხაზგასმა. (მსგავსი თემატიკისაა რაფაელ სანტის
„გალათეას ტრიუმფიც“).imageბაროკოს დიდოსტატის, მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610) შესრულებულია
- „გამარჯვებული ამური“. ვატიკანის ბანკირის, რომაელი არისტოკრატის, კარავაჯოს შემოქმედების
თაყვანისმცემლისა და მისივე მფარველის - ვინჟენცო ვინჩენცო ჯუსტინიანის დაკვეთით .
ამ სურათს სხვა სახელწოდებითაც მოიხსენიებენ, კერძოდ - „სიყვარული ამარცხებს ყველაფერს“.
ეს სახელწოდება მომდინარეობს უდიდესი ძველ რომაელი პოეტის - პუბლუს ვერგილიუსის ვარონის
მიერ დაწერილი მეათე ეკლოგის სტროფიდან: „ამური ყველაფერს ამარცხებს, და ყველანი ჩვენ
წარმოვადგენთ ამურს“. კარავაჯოს ამ ფერწერულ ტილოზე გამოსახულია ბერძნული მითოლოგიის
მიხედვით ცნობილი სიყვარულის ღვთაება და სამყაროს საწყისად მიჩნეული შიშველი - ამური
(ეროსი), რომელსაც შავი ფრთები ამშვენებს და კეკლუცი ღიმილი, წითლად აღაჟღაჟებული ლოყები
და ხუჭუჭა თმა. მის ირგვლივ ყრია ამურის მიერვე მიმოფანტული სხვადასხვა საგანი (ვიოლინო,
ნოტები და ა.შ.) რაც დაკავშირებულია ადამიანების ქმედებებთან. „გამარჯვებული ამურის“
ფიგურის პოზა ძალიან ჩამოჰგავს რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის
მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ შექმნილ ქანდაკებებზე ასახულ ე.წ. – („virtu“) წარმოდგენილი
ყმაწვილკაცის პოზას. imageთვალსაჩინო შედარებისთვის, შეგვიძლია პარალელი გავავლოთ კვლავ უილიამ ადოლფ ბუგეროს (1825-1905) სურათთან
„ამური პეპლით“, ბუგეროს ამურს თეთრი, პაწაწინა ფრთები აქვს, ქერა თმა და გაურკვეველი
სქესი. კარავაჯოს ამურისაგან განსხვავებით ეს ამური მეტად მშვიდია, არ არის ცელქი
და ქაოსის გამომწვევი, მისი კანი ფერმკრთალია და მას სიცელქით დაღლის გამო, არ უღაჟღაჟებს ლოყები, ის უბრალოდ პეპლის სილამაზით
და სიყვარულით ტკბება, რომელიც მის მკლავზე ჩამომჯდარა. განსხვავებით კარავაჯოს აღტკინებული
ამურის სახისაგან, ბუგეროს ამურის სახე სრულიად დაცლილია ადამიანური ემოციებისაგან.imageმხატვრობაში სიშიშვლის თემაზე საუბარი წარმოუდგენელია, პიტერ პაულ რუბენსის
გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი და ევროპული ბაროკოს ეპოქის ბრწყინვალე წარმომადგენელის
შემოქმედების განხილვის გარეშე. ნიუზე საუბრისას, შეუძლებელია, არ შევეხოთ მის ნამუშევრებს.
საოცარია რუბენსისეული შიშველი სხეულები. მისი ცხოვრებაც მისი სურათების მსგავსად მეტად
საინტერესოა. მან მეორედ იქორწინა 53 წლის ასაკში მეგობრის 16 წლის ქალიშვილ ელენაზე,
რომელთანაც მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა მეტად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა.
რუბენსის „სიყვარულის ბაღი“ მეტად საინტერესო ნამუშევარია, რადგან ის წარმოადგენს როგორც
ჩვენთვის საინტერესო შიშველი სხეულების გამომსახველ კარგ ნიმუშს, ასევე მხატვრის (ახალგაზრდული
იერით) ავტოპორტრეტს ახალგაზრდა ელენას გვერდით. სურათის მარცხენა მხარეს გამოსახული
მანდილოსანი ხომ სწორედ ელენას ჩამოჰგავს? სურათი არის მხატვრისა და მისი ახალგაზრდა
მეუღლის ჰარმონიული ურთიერთობის სიმბოლო. (სურათი მადრიდის პრადოს სახვითი ხელოვნების
მუზეუმში ინახება).

image
მეტად დინამიკურია რუბენსის „ტრანკვინიუსი და ლუკრეცია“ რომლის სიუჟეტიც
აღებულია რომის ისტორიიდან. ლუკრეცია, უმშვენიერესი ქალი, უმშვენიერესი სხეულის ფორმებით
ტახტზე წევს და ცდილობს თავი დააღწიოს ტრანკვინიუსის მცდელობას საბოლოოდ წაართვას პლედი,
რომლითაც ქალი ქვედა სასირცხვო არის დაფარვას ცდილობს. კარგად არის მამაკაცის სხეული
დამუშავებული, მისი მომრგვალებული კუნთები მისსავე ძლიერებას გამოხატავს, მოღრუბლული
სახე კი მრისხანებას და სწრაფვას სურვილის აღსრულებისა. მათ უკან, ფონზე გამოსახულია
ამური, რომლის ხელითაც შემოდის სინათლე ჩირაღდნის მეშვეობით, მამაკაცის უკან მეტად
საინტერესო მოხუცი ქალბატონიც გვევლინება, რომელსატ თმა გველისა აქვს და რომელიც ასევე
შიშველია, თუმცა მისი სიშიშვლე ლუკრეციას სიშიშვლისაგან განსხვავებით სრულიადაც არ
იწვევს ტკბობას, ის არ არის იდეალური და მშვენიერი, ნაზი და გლუვი, პირიქით- მეტად
ჩამომჭკნარი და საზარელია, მისი მკერდიც კი დამჭკნარ ყვავილს მოგვაგონებს... ეს არის
ალეგორია ქალის ორ ასაკზე : ახალგაზრდობასა და სიბერეზე. მინიშნება იმაზე, რომ სილამაზე
წარმავალია.

image„ალეგორია ვენერასთან და ამურთან“ წარმოადგენს დიდი იტალიელი მხატვრისა
და მანიერიზმის დიდებული წარმომადგენლის - ანჯელო ბრონზინოს (1503-1572) მიერ ხის დაფაზე
ზეთის საღებავებით დახატულ ალეგორიული სიუჟეტის მქონე ნამუშევარს. სურათის კომპოზიციის
წინა პლანზე ასახულია ამურისა და დედამისის - ვენერას შიშველი ფიგურები. გარდა ამისა სურათზე ვხვდებით პუტის გამოსახულებასაც (პატარა,
ზოგჯერ ფრთებიანი ტიტველი ბიჭების გამოსახულება). ვენერას ხელში ის ოქროს ვაშლი უჭირავს, რომელიც მან პარისის სამსჯავროზე
გამარჯვების აღსანიშნავად მიიღო. ამური კი მხატვარს, როგორც წესი წარმოდგენილი ჰყავს
ფრთებითა და კარპაჭით. სურათის თითოეული გმირი ბრონზინომ შიშვლად გამოსახა, რითაც სურათს
ეროტიზმის სახე შესძინა. თუმცა, ხაზი გაუსვა
მანერულად უტრირებულ (დაგრძელებულ) ფიგურათა
სახეების ინდივიდუალურ მიმიკებსა და გამომეტყველებებს. სურათის უკანა პლანზე გამოსახული
სხვა ფიგურების იდენტიფიკაცია კი სპეციალისტებში დიდი მეცნიერული კვლევის საგანი გახდა.
თუმცა სურათზე წარმოდგენილი თემატიკის მთავარი არსი მაინც იქნა გაშიფრული: ვნება, ტყუილი,
შური და ვენერას ტრიუმფი.


imageრომანტიზმი არის გლობალური და ერთიანი მიმდინარეობა, რომელმაც მე–18 საუკუნის
ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისში ხელოვნების თითქმის ყველა დარგი მოიცვა, მათ შორის
ფერწერაც. რომანტიზმის მთელი არსი მდომარეობს იმ რწმენაში, რომ ადამიანური ჭეშმარიტების
ერთადერთი წყარო არის გულში, რომ სწორედ გული გვაკავშირებს სამყაროსთან. რომანტიკოსებმა ხელოვნებაში ახალ კრიტერიუმებად
აქციეს გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრიობა, გულწრფელობა, ხაზი გადაუსვეს განმანათლებლობის
პერიოდში გაღმერთებულ რაციონალიზმსა და პრაქტიციზმს, რასაც დაუპირისპირეს გამოხატვის
ემოციურობა და შთაგონება. მათ ასევე უარყვეს თავშეკავებულობა და მორჩილება, მისი ადგილი
კი დაიკავა უკიდურესობამდე მისულმა ძლიერმა ემოციებმა.


რომანტიზმის ერთ–ერთი მთავარი დებულების თანახმად, ადამიანის წადილები
და მისწრაფებები არ შეეფერება იმ სამყაროს, რომელშიც ის არსებობს. მას შემდეგ, რაც
ადამიანი დაინახავს თავის მდგომარეობას და შეიცნობს თავის მისწრაფებებს, მას იპყრობს
მწარე იმედგაცრუებები, რადგან მისი ადგილი არ არის ამ სამყაროში, შესაბამისად კი ის
მარტოსულია. ერთადერთი შვება, ადამიანის მეგობარი კი არის ბუნება, სწორედ ამიტომაც
სჭარბობს რომანტიკოსთა ფერწერულ ნამუშევრებში პეიზაჟები. ხოლო საშინელი რეალობიდან თავის დაღწევის ერთ–ერთი
საშუალება მათთვის უკიდეგანო ფანტაზიათა სამყაროა – სწორედ ამიტომ, რომანტიკოსები ხშირად
იყენებენ თავიანთი ნაწარმოებების თემებად იდუმალ, ზებუნებრივ ისტორიებს.
არსებითად გამოიყოფა ორი სახის
რომანტიზმი – ერთ შემთხვევაში, ხელოვანი ურიგდება ბედისწერას და მისი ნამუშევრები უკიდურესად
მელანქოლიურია; მეორე შემთხვევაში კი ხელოვანი ცდილობს დაამსხვრიოს ბედისწერის ბორკილები,
შესაბამისად ასეთი ნამუშევრების ტონი ბევრად უფრო მაჟორულია.
imageრომანტიზმსაც აღარ მოსწონს სიშიშვლე და ეროტიზმი, იგი მის შემოსვას ცდილობს,
თუმცა ამა თუ იმ კონკრეტულ ნამუშევრებში ასე თუ ისე, მაინც ვხვდებით სიშიშვლის ნიმუშებს.
მაგალითად დელაკრუას „დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში“, რასაკვირველია, სურათის თემატიკიდან
გამომდინარე აქ საერთოდ არაა ეროტიკა და ვნება, ეს უბრალოდ ჯოჯოხეთში არსებული ტანჯული
ადამიანები არიან, რომლებიც გააშიშვლა ავტორმა იმ მიზეზით, რომ სიმბოლურად ხაზი გაესვა
მათი შიშველი სხეულების გამოსახვით მათივე სულის სიშიშვლეს . დაახლოებით მსგავსი,
ეროტიკისგან დაცლილი, სიშიშვლე გვხვდება ჟერიკოს „მედუზას ტივშიც“, სადაც ქაოსურად
მიმობნეული შიშველი ადამიანები იტანჯებიან, ეს როდია ტკბობა ადამიანთა სხეულის იდეალური
ფორმებით, ესაა გაშიშვლებული სულების კივილის ნიმუში. imageფრანგული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელის გუსტავ კურბეს(1819-1877)
ფერწერულ ტილოზე „ქალი თუთიყუშით“ ასახულია
ზურგზე მწოლიარე თმაგაშლილი შიშველი ქალი, რომლის ზემოთ აწვდილ მარცხენა ხელში ფრთაგაშლილი
თუთიყუშია გამოსახული. საწოლის მოპირდაპირე მხარეს თუთიყუშისთვის განკუთვნილი სპეციალური
სადგამი დგას. როგორც კრიტიკოსები შენიშნავენ, კურბეს მიერ დახატული შიშველი ქალის
გამოსახულება ბევრად უფრო თანამედროვე სახით იყო წარმოდგენილი, ვიდრე სხვა აკადემისტი
მხატვრების მიერ შექმნილი შიშველი ვენერასა და ევას გამოსახულებები. სწორედ ამიტომ
უწოდეს მათ, კურბეს აღნიშნულ სურათზე გამოსახულ
ქალს- „რეალური, ცოცხალი ფრანგი ქალი“, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ
კურბე ფერწერაში რომანტიზმის ერთ-ერთი დამსრულებელი და რეალიზმის ფუძემდებელი იყო.
სავარავუდოდ, ქალის მოდელად ფრანგმა მხატვარმა ირლანდიელი ქალბატონი - ჯოანა ჰიფფერანი
გამოიყენა, რომელიც არა მხოლოდ გუსტავ კურბესთვის ასრულებდა მოდელის ფუნქციებს(ჯოანა
კურბემ ასევე ასახა სურათზე „ჯოს პორტრეტი“) არამედ ისეთი დიდი ამერიკელი მხატვრისთვისაც,
როგორიც გახლდათ უისლერი.

image

კურბეს, აღნიშნული სურათის სურათის
დახატვა, როგორც ირკვევა, ფრანგი მხატვრის - ალექსანდრე კაბანელის მიერ შექმნილი ტილოთი
„ვენერას დაბადებით“ იქნა ინსპირირებული. (დღესდღეობით, კურბეს „ქალი თუთიყუშით“ ნიუ-იორკის
„მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში“ გახლავთ დაცული).


0
176
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0