x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სად უნდა გაატაროთ ცხელი დღეები თბილისში?
აუზი

ზაფხული ზღვასთან და რუჯთან ასოცირდება. თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ზღვაზე წავლას ბევრი ვერ ახერხებს. ასეთ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი საუცრაო აუზია. აუზის შერჩევა კი არც ისე მარტივი საქმეა.


გთავაზობთ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით ყველაზე პოპულარული აუზების შესახებ, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.


”ოლიმპიური აუზი”
”ოლიმპიური აუზი” თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის აუზია, რადგან ის 2015 წელს, თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა და შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. საცურაო კომპლექსი ორ ღია აუზს და ერთ დახურულ საბავშვო აუზს აერთიანებს. აუზებში წყლის ტემპერატურა სტაბილურად 28 გრადუსია.



კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც დიღომში, ოლიმპიურ პარკში მდებარეობს, კაფე და ღია ბარი ფუნქციონირებს. ამ ყველაფრით სიამოვნების მიღება კი ერთდროულად 400-მდე დამსვენებელს შეუძლია.


ოლიმპიური აუზის ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება ფასდაკლების გარეშე 30 ლარია, ფასდაკლებით კი - 15 ლარი (ვაუჩერის ღირებულება - 1 ლარი). ერთთვიანი აბონიმენტის სტანდარტული ღირებულება 145 ლარია, 5 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში კი 100 ლარის გადახდა მოგიწევთ. ოლიმპიური აუზის აბონემენტების ფასდაკლებით შეძენა HOTSALE.GE-ზეა შესაძლებელი.


”ევროპარკი”
”ევროპარკი” თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საცურაო კომპლექია, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპლექსში სისუფთავის ყველა სტანდარტია დაცული. აუზში წყალი იფილტრება 24 საათის განმავლობაში. წყალი მექანიკური და ტექნიკური დამუშავების რამდენიმე საფეხურს გადის. თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობით ხორციელდება კონტროლი წყალში ქლორის და PH-ის დონის შენარჩუნებაზე, რაც სასმელი წყლის დონეზეა.


სამუშაო და დასვენების დღეებში ”ევროპარკის” ერთჯერადი აბონიმენტის ფასი განსხვავდება. ერთჯერადი აბონიმენტი კვირის დღეებში 30 ღირს, hotsale.ge-ზე კი მისი შეძენა ფასდაკლებით 20 ლარად შეგიძლიათ.


შაბათ-კვირას სტანდარტული ფასი 40 ლარია, hotsale.ge-ით შეძენის შემთხვევაში კი - 25 ლარი.


კომპლექსი მეტრო დიდუბის ზედა მხარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.


“სპორტ თაიმი”
ღია საცურაო აუზი, სუფთა ჰაერი, იდეალურად სუფთა წყალი, ბარი, პლიაჟი - ეს “სპორტ თაიმია”.


სამუშაო დღეებში ”სპორტ თაიმის” ერთჯერადი აბონემენტის ღირებულება 20 ლარია. HOTSALE.GE კი მისი, 15 ლარად შეძენის შესაძლებლობას გთავაზობთ.


White Lake
გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს 10 მეტრს 20 მეტრზე. აქვე მდებარეობს კაფეც.
აუზის აბონიმენტის სტანდარტული ფასი 160 ლარიდან 360 ლარამდე მერყეობს. hotsale.ge-ს საშუალებით კი არსებულ ფასებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა გაქვთ.


”დიღმის ბავშვთა აუზი”
თბილისური მწველი სიცხისგან ბავშვის მოსარიდებლად დიღმის ბავშვთა აუზი კარგი არჩევანია. დიღმის მასივში მდებარე საცურაო აუზის ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება 75 ლარია. მას 35%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ ამ მისამართზე.


”არენა 2”
საცურაო აუზზე ფუნქციონირებს წყალბურთის და ცურვის შესწავლის სექცია (წყალბურთის აკადემია/ცურვის აკადემია). აქვე არის საბავშვო საჭყუმპალაო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ცურვის პარალელურად, კომპლექსი სტუმრებს სხვა სპორტული აქტივობებით დაკავების საშუალებასაც სთავაზობს. ის მოიცავს დიდ სპორტულ დარბაზს, რომელშიც საცოცი კედელია. არენას აბონემენტის ფასდაკლებით შეძენა შესაძლებელია hotsale.ge-ზე.


არ დაგავიწყდეთ, რომ ცურვა არა მხოლოდ სიცხისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა, არამედ ის ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც გიწყობთ ხელს. ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.


®

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0