x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ფიგურატიული ტრადიცია +16

imageრაც შეეხება ფიგურატიულ ტრადიციას, აღსანიშნავია რომ,
ფიგურატიული მხატვრობა აბსტრაქტულის ანტონიმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, იგი ხშირ შემთხვევაში
ფოტოგრაფიის გავლენასაც განიცდის. საინტერესოა ამ მიმდინარეობის მიმდევარი მხატვარი
ლუსიენ ფროიდი, იგი გახლავთ ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი. მხატვრის ინტერესის ძირითად საგანს ადამიანის სხეულის შიშველი ფორმები წარმოადგენდა. ის პორტრეტებსა
და შიშველ სხეულებს ფუნჯის მკვეთრად ფაქტურული
მონასმებითა და მდიდარი, მაგრამ უსიცოცხლო ფერებით ქმნიდა, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამდა ადამიანთა წარმავლობას, სისუსტესა და
ამავდროულად მეტად ბუნებრივ იერს. ფროიდის ნამუშევრების ძირითადი განწყობა გაუცხოება და გარიყულობაა. სიშიშვლის თემატიკით
გატაცებული მხატვრის ნამუშევრებიდან ერთ-ერთი,

image
„მძინარე სოციალური ინსპექტორი“ ძალიან
გამორჩეულია. ოთახის ცენტრში დივანია განთავსებული, მასზე კი დედიშობილა მსუქანი ქალია
წამოწოლილი და სძინავს.
imageლუსიენ ფროიდის მსუქანმა შიშველმა ქალბატონმა რატომღაც
, თანამედროვე ახალგაზრდა პოსტმოდერნისტი მხატვრის ლევან შელიას ნამუშევარი მომაგონა.
სურათი წარმოდგენილია ლოკალური ფერებით, მასზე გამოსახულია თვალებმინაბული ფეხმორთხმით
მჯდარი, თითქოს მთვლემარე მსუქანი ქალი, რომელიც ფროიდისეულ მსუქან ქალს ძალიან ჰგავს,
ქალის გვერდით კი მის მხარზე სახედაყრდნობილი, თვალებმილულული და ქალის სხეულს შემოჭდობილი
გამხდარი მამაკაცია მიხუტებული. საინტერესოა მხატვრისმიერი ადამიანთა ფერების აღქმა.
მსუქანი ქალბატონის კანის ფერი მხატვარმა ვარდისფერით გადმოსცა, მამაკაცისა კი ცისფერით.
ვარდისფერი სიმბოლურად ხომ სწორედ ქალური სინაზისა და მშვენიერების სიმბოლოა? მსუქანი
და ნაკლებმომხიბვლელი ქალის ვარდისფრად შეღებვით მხატვარს სურდა გადმოეცა რომ ყველა
ქალში არსებობს სინაზის მარცვალი, სიფაქიზე და ყველა ქალი მშვენიერია. ხოლო ცისფერი
- მამაკაცურ ძლიერ საწყისზე მიგვითითებს, რომლითაც მხატვარმა გამოხატა, რომ მიუხედავად
სურათზე გამოსახული მამაკაცის კონტრასტისა ქალთან, მას მაინც სურს გამოიჩინოს სიძლიერე,
რათა დაიცვას ნაზი არსება, ქალი რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს არ სჭირდება დაცვა. მამაკაცის შემოჭდობილი ხელი
ქალის მუცელზე სწორედ მის მიერ ქალის კუთვნილების
სიმბოლოა.



0
234
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0