სხვა იდეალური საძინებელი ოთახი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის 2017, 2 ივლისი, 0:56 თუ რომელიმე ადამიანს შეეკითხები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი იდეალური ბინა _ მაშინვე მის გონებაში ის მშვენიერ და იდეალურად გარემონტებული სახით წარმოჩინდება. თითოეულს თავისებურად! დღეს მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საძინებელი ოთახი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. ვერძი თქვენ წესრიგის და სისუფთავის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევით, ამიტომ იდეალურად შეგეფერებათ ისეთი რემონტი, რომლის ნაწილსაც შეადგენს მცირედი დაუდევრობა და მსუბუქი არეულობა. დიახ, როგორც აღმოჩნდა, ასეთი ინტერიერისთვისაც იხდიან ფულს. კურო თქვენ არ მოგწონთ ზედმეტად თანამედროვე რემონტი, ამიტომ უფრო გირჩევნიათ რამე რეტროს ან იტალიური დიზაინის სტილში. ასეთ ოთახში თავს კარგად და კომფორტულად იგრძნობთ. ტყუპები თქვენ მოგწონთ მინიმალიზმი, რაც კარგი გემოვნების მაჩვენებელია. თქვენ რემონტისას უპირატესობას ანიჭებთ დიზაინერების უახლეს იდეებს უპირატესად ნათელ ფერებში. კიჩხიბი თქვენ არ მისდევთ უახლეს ტენდენციებს, უპირატესობას ანიჭებთ საძინებელი ოთახების ნაცნობ ვარიანტებს. კომფორტისთვის თქვენთვის საკმარისია ფართე საწოლი, წყვილი ნათურა და მოხერხებული კარადა. ლომი თქვენ მოგწონთ მდიდრული რემონტი! საძინებელ ოთახს თქვენ მეფურად მოაწყობთ, სადაც ყველაფერია თქვენი კომფორტისთვის. ქალწული იმდენად, რამდენადაც თქვენ გიყვართ სისუფთავე და წესრიგი, უპირატესობას ანიჭებთ შეუთავსოთ მინიმალიზმი იტალიური სტილის ავეჯს. ეს ძალიან მდიდრულად გამოიყურება! სასწორი თქვენ მოდის მიმდევარი ხართ, ამიტომ რემონტში ითვალისწინებთ ყველა თანამედროვე ტენდენციას. ათვალიერებთ კატალოგებს, და მხოლოდ შემდეგ ირჩევთ ყველაზე მოდურ ვარიანტს. მორიელი თქვენი საძინებელი არ გავს რემონტების ნაცნობ ვარიანტებს. ყველა ვერ გაიგებს მის დიზაინს, სამაგიეროდ თქვენ იგრძნობთ მასში თავს ძალიან კომფორტულად! მშვილდოსანი თქვენს საძინებელ ოთახში აუცილებლად უნდა იყოს რამე ორიგინალური, პირადად თქვენგან. შესაძლებელია ეს იყოს სურათი მთელს კედელზე ან მოხატული ჭერი... თხის რქა ნათელი, ნათელი, უფრო ნათელი! თქვენ აღმერთებთ პოზიტივს, ამიტომ თქვენი საძინებელი ოთახი გაფორმებული უნდა იყოს ამ სტილში. თქვენ არ გეშინით გააკეთოთ რამე ახალი და ექსტრემალური. შედეგი საკმაოდ კარგი გამოდის! მერწყული თქვენს საძინებელ ოთახში ყველაფერი კომფორტული უნდა იყოს. ითვალისწინებთ ავეჯის ხარისხს, და მხოლოდ შემდეგ უკვეთავთ მას. დაე იყოს ცოტა, მაგრამ იყოს ძალიან კარგი და დიდხანს გემსახუროთ! თევზები თქვენ მოგწონთ პასტელის ფერები, ამიტომ თქვენი საძინებლის დიზაინი გამოიყურება ძალიან ნაზი და რომანტიკული. იქ თქვენ თავს გრძნობთ კომფორტულად და ჰარმონიულად! ვიმედოვნებთ, თუ გეგმაში გქონდათ რემონტი, უკვე იცით რა უნდა გაითვალსწინოთ! იხილეთ ასევე: 1. კარგად ჩაცმული მამაკაცის წესები... 2. მწეველებო- გსურთ თავი დაანებოთ მოწევას? (ჩაი მწეველებისთვის) 3. ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა... 288 10-ს მოსწონს
|