პროფილაქტიკა 7 გამაოგნებელი ფაქტი მთქნარების შესახებ! 2017, 5 ივლისი, 12:41 მთქნარება- ორგანიზმში განვითარებული ერთ-ერთი ბუნებრივი პროცესია. იგი მანამდე არსებობს სანამ, ადამიანს რეფლექსები აქვს. ამბობენ რომ მთქნარება გადამდებია. მართლაც, თუ ერთი ადამიანი ღრმად ჩაისუნთქავს ჰაერს იქვე მჯდომი სხვა ადამიანიც იგივეს აკეთებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისდა უნებურად საუბრის დროს იწყებს მთქნარებას. ალბათ, ყველა ადამიანს გამოუცდია ეს უხერხული მომენტი. კიდევ რა საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა? 1. ადამიანი ჯერ კიდევ მაშინ იწყებს მთქნარებას, როდესაც დედის მუცელში, ჩანასახის ფორმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ შეუძლია ჰერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, მაინც ვითარდება ეს რეფლექსი. ეს ხდება ნაყოფის განვითარების 12-ე კვირიდან და შემდეგ აქტიურად იწყებს მთქნარებას. ალბათ, მოწყენილობის ბრალია, რადგან მუცელში სათამაშოები არ აქვს; 2. მთქნარება ხშირად აწუხებთ დეპრესიაში მყოფ და გამოუძინებელ ადამიანებს. მეცნიერების თქმით, ამ რეფლექსით ტვინს ეძლევა სიგნალი, რომ იმოქმედოს; 3. კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ორგანიზმის გადაძაბვა. ამ დროს რეფლექსური სუნთქვა ეხამრება ორგანიზმს სიმშვიდისა სტრესის განმუხტვაში; 4. მთქნარების საშუალო ხანგრძლივობაა 6 წამი. ამ დროის განმავლობაში ადამიანი საერთოდ ვერაფერზე ვერ აზროვნებს და არც საუბარი არ შეუძლია; 5. ეს პროცესში ქალებში 2 წამით უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე მამაკაცებში; 6. სიცივის დროს ადამიანი უფრო ხშირად ამთქნარებს. ეს მეცნიერებმა იმით ახსენს, რომ ამ დროს ორგანიზმში უმჯობესდება სითბოს გადაცემა. ტანის ქვედა ნაწილის კუნთები საგრძნობლად აქტიურდება, რაც სისხლის მიმოქცევას ზრდის და ხელს უწყობს ორგანიზმის გათბობას; 7.მძიმე ავადმყოფობებისა და შოკის დროს, ეს რეფლექსი ადამიანს დაქვეითებული აქვს. პირველი დამთქნარება ითვლება იმის ნიშნად, რომ იგი გამოჯანმრთელებას იწყებს და ფსიქოლოგიური კრიზისიდან გამოდის. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს ეს რეფლექსი არ აქვთ. და კიდევ: ბერ გაბრიელ სალოსს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მთქნარების დროს, ადამიანისგან ეშმაკი გამოდის. ხოლო ის თუ რატომაა მთქნარება გადამდები, მამა გაბრიელმა თქვა, რომ ეს ღვთიური საიდუმლოა. ეს საინტერესოა: გაწუხებთ უძილობა? ამ რჩევების გათვალისწინებით მუდამ მშვიდად იძინებთ! გაწუხებთ უძილობა? ნუ დაითვლით ცხვრებს, გამოიყენეთ «4-7-8» მეთოდი! ე.წ "პერეკისი" უნიკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება! მობილური ტელეფონის 5 მოდელი, რომელიც საშინლად ვნებს თქვენს ჯანმრთელობას! შეამოწმეთ თქვენი მოდელი! რომელი საკვები ნივთიერებები და ვიტამინები უწყობს ხელს ტვინის აქტიურ მუშაობას? "მარგანცოვკის" სასარგებლო თვისებები, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! 525 5-ს მოსწონს
|