ტექნოლოგიური სიახლეები მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე 2017, 1 ივლისი, 12:59 ქალაქ სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ინჟინერმა ვამსი ტალლამ შექმნა პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც აკუმულატორული ელემენტის გარეშე მუშაობს. ტელეფონის შექმნაზე ვამსი ტალლა მრავალი წელია მუშაობს. მას ესმოდა, რომ ბატარეის გარეშე რომ ემუშავა ტელეფონს ენერგია გარედან უნდა მიეღო. ამისთვის მან ცივი ომისდროინდელი საბჭოთა ჯაშუშების მოსასმენი აპარარატურების მუშაობის პრინციპი გამოიყენა. როგორც ტალლა ამბობს, ტელეფონის წარმოებაში ჩაშვებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ახლა ტელეფონს ცუდი ხარისხის, წყვწტილი კავშირის დამყარება შეუძლია, მაგრამ ის მაინც მუშაობს! და ეს გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. 255 შეფასება არ არის
|