სხვა ჩილეში ექიმები ოპერაციის დროს ფეხბურთს უყურებდნენ(ვიდეო) 2017, 1 ივლისი, 10:55 ექიმების ქმედების მიმართ საქმის შესწავლა დაიწყო.
ჩილეს უნივერსიტეტის კლინიკის ექიმების მიმართ დაიწყო იმ ინციდენტის შესწავლა, რომელიც ქირურგიული ოპერაციის დროს ფეხბურთის მატჩის ყურებას შეეხება ჩილეს და პორტუგალიის ნაკრებს შორის კონფედერაციის თასზე. "მივიღეთ ყველა ადმინისტრაციულ ზომებს მათ მიმართ, დაწყებულია წინასწარი გამოძიება"-განაცხადა ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ. "ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ჰოსპიტალის ქირურგების ასეთ საქციელს, ამასთან ერთად თვითონ საოპერაციოში ჩართული ტელევიზორის ფაქტს, ამასთან აღსანიშნავია, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მატში პორტუგალიასა და ჩილეს შორის გასულ ოთხშაბათს "ყაზან არენაზე" გაიმართა.ჩილემ პენალტების სერიით(3:0) დაამარცხა პორტუგალია, მატჩის ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა. 50 5-ს მოსწონს 1-ს არა
|