პროფილაქტიკა ასპირინი დაიცავს თქვენს გულს და თრომბებისგან გიხსნით! 2017, 1 ივლისი, 10:12 ყველასათვის ცნობილი ასპირინი იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, არამარტო ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა, არამედ იცავს გულს უამრავი დაავადებისგან. სპირინის მოქმედება: ამ პრეპარატზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ იგი ეფექტურად ამცირებს თრომბების წარმოქმნას. ეს ეფექტი იმით არის განპირობებული, რომ ასპირინის მოქმედების დროს ხელი ეშლება თრომოციტების აგრეგაციას. ეს ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ისეთი სერიოზული დაავადებები როგორიცაა ინსულტი ან ინფარქტი. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ყოველდღიურად ასპირინის მცირე დოზის მიღება, 33%-ით ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია: • ქალებისთვის, პოსტ მენსტრუალურ პერიოდში; • 40 წელს ზემოთ მყოფი მამაკაცებისთვის; • თუ არსებობს კარდიოპათოლოგიის რისკ ფაქტორები: ჰიპერტენზია, მოწევა, უმოძრაობა, დიაბეტი, მომატებული ქოლესტერინის დონე. ასპირინის მიღების დოზა ექიმმა უნდა განსაზღვროს. ყველაზე ხშირად, მისი მიღება იწყება 80 მგ -ით დღეში, თუმცა ეს არ იძლევა სასურველ გარანტიას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არსებობს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, თირკმლის უკმარისობისა და ჰემორაგიული ინსულტის რისკი. ასპირინის მიღება მხოლოდ პროფილაქტიკისთვის არ არის რეკომენდირებული ასპირინი შესაძლოა ექტრემალურ სიტუაციაში თქვენი მხსნელი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ არსებობს გულის უკმარისობის ან მიოკარდიუმის ინფარტქის ნიშნები, მიზანშეწონილია ასპირინის დაღეჭვა. რა თქმა უნდა ამ დროს აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ სანამ ექიმები მოვლენ თქვენ თრომბის განვითარების რისკს შეამცირებთ. მისი დაღეჭვა იმიტომაა საჭირო, რომ ამ დროს პრეპარატი სწრაფად იწყებს მოქმედებას. გაითვალისწინეთ, რომ ასპირინის მოქმედება მცირდება თუ მას სხვა პრეპარატთან ერთად იღებთ. მაგალითად, იბუპროფენი ამცირებს ასპირინის ეფექტურობას, ამიტომ საჭიროა, პრეპარატების მიღებას შორის დიდი დროის ინტერვალი იყოს. ეს საინტერესოა: ეს ნაზავი სისხლძარღვებს ქოლესტერინისა და თრომბებისგან მყისიერად გაგიწმენდთ! ყველაზე ეფექტური პროდუქტი გულის შეტევის, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის და ქოლესტერინის თავიდან ასაცილებლად! შეამცირეთ მაღალი არტერიული წნევა 5 წუთში, მედიკამენტების გარეშე! რა სიმპტომები ახასიათებს ინსულტს, ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება? ცნობილი ნევროლოგი გირჩევთ! ჰიპერტონია, ართრიტი, აკნე, სოკო- ასკილის ფესვები უამრავ დაავადებას კურნავს! (+რეცეპტი) მხოლოდ 3 აბი ასპირინი მოგაშორებთ ქერტლს, დაგირბილებთ თმას და გაგიზრდით მოცულობას! აუცილებლად სცადეთ! 2542 2-ს მოსწონს
|