x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოლეგ იაკოვლევს შიდსი ჰქონდა-ახალი დეტალები "ივანუშკი ინტერნაციონალის" სოლისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
image"Иванушки International"-ის ყოფილი სოლისტის, ოლეგ იაკოვლევის სიკვდილით კვლავ დაინტერესებულია რუსული პრესა.



ოლეგ იაკოვლევი დაავადებული იყო შიდსით, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "Экспресс-Газета", მომღერლის სიკვდილის მიზეზი ორმხრივი ფილტვების ანთება გახდა, მაგრამ სანდო, კომპოტენტურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა ამტკიცებს, რომ იაკოვლევის სიკვდილი რეალურად იმუნოდეფიციტმა გამოიწვია.


მისი კოლეგები ვერც ხვდებოდნენ, თუ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, "Иванушек International-ის წევრებმა აღნიშნეს, რომ იგი ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზე იყო, თუმცა ყოველთვის ფერმკრთალი და გამხდარი იყო და არც უფიქრიათ თუ მომღერალს რაიმე სენი სჭირდა.


თუმცა მისმა თანამეცხედრემ, ალექსანდრა კუცევოლმა იცოდა ამის შესახებ და არაერთხელ სთხოვა ოლეგს, რომ ექიმისთის მიემართა, მაგრამ მომღერალმა თვითმკურნალობა არჩია.



უფრო ადრე მომღერლის ცოლი აღნიშნავდა, რომ ოლეგს პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გაუარესდა და იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს ორმხრივი ფილტვების ანთების დიაგნოზით და აპარატზე შეაერთეს.


ოლეგ იაკოვლევს მიეძღვნა მთლიანი გადაცემა რუსეთის პირველ არხზე თოქ-შოუ "Пусть говорят"-ში.პროგრამაში მიწვეულმა მომღერლის ახლობლებმა აღნიშნეს, რომ 2010 წელს ოლეგს ონკოლოგიური დაავადებისგან გარდაეცვალა და, რაც ძალიან განიცადა, თუმცა გარეგნულად არასდროს ამჟღავნებდა და ყოველთვის თავი ხელში ჰყავდა აყვანილი.


შეგახსენებთ ოლეგ იაკოვლევი 29 ივნისს დილით ადრე გარდაიცვალა ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

0
178
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0