პარამეცნიერებები როგორ მივხვდეთ, რომ მფარველი ანგელოზი რამეს გვანიშნებს 2017, 2 ივლისი, 11:40 როცა თქვენს მფარველ ანგელოზს გაფრთხილება სურს, გიგზავნით მინიშნებას, მთავარია, მიხვდეთ. ისინი გვიცავენ და მიმართულებას გვაძლევენ. ისინი ღმერთმა სინათლისა და სიყვარულისაგან შექმნა და ადამიანებს ეხმარებიან. ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი - ზოგს ერთი, ზოგს კი ბევრი, თუმცა საშველად მათი მოხმობა ყოველთვისაა შესაძლებელი. ისინი პატივს სცემენ თქვენს თავისუფალ ნებას და არ ერევიან თქვენს საქმეში თუ არ მოუხმობთ, ან თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი კონტაქტში შემოდიან ინტუიციის გრძნობით ან რაიმე სიგნალის საშუალებით. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ყოველთვის მიმართეთ ანგელოზს, მათი მინიშნებით გაიმყარებთ ინტუიციას და გაგიადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება. ანგელოზები მუდამ გაძლევენ მინიშნებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ კარგად იციან თქვენი ადამიანური სისუსტეების შესახებ და როცა უნდათ რაიმე მიგანიშნონ, იყებებენ ამ 5 ნიშნიდან ერთ-ერთს: 1. ხმაური ყურებში ეს ძალიან გავრცელებული ხერხია ადამიანისა და ანგელოზის კავშირისა. ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი თქვენთანაა და მზადაა მოგისმინოთ. 2. რიცხვი 11 ციფრები ეს უნივერსალური ენაა, რომელსაც ანგელოზები იყენებენ თქვენთან დასაკავშირებლად. განმეორებადი ციფრები მათი გზავნილია, რომლის მნიშვნელობა დამოკიდებულია კონკრეტულ ციფრზე. კერძოდ კი რიცხვ 11-ს მრავალი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ანგელოზები ხშირ-ხშირად გიგზავნიან, როცა უნდათ, რომ რაღაც გამცნონ. 11 ნიშნავს გამოღვიძებას. ანგელოზებიც "გამოფხიზლებისკენ" მოგიწოდებენ. ეს შეიძლება იყოს სულიერად, ან რომ შეიგნოთ რაღაც ჭეშმარიტება, რომელსაც ჯიუტად უარყოფთ. 3. ბუმბული თუ მოულოდნელად ბუმბულს იპოვით, ნუ შეშფოთდებით, ეს კარგის ნიშანია. ბუმბული მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ მარტო არ ხართ, ნუ შეეჭიდებით პრობლემებს მარტო, მოუხმეთ თქვენს მფარველ ანგელოზს. 4. ქორი ქორი ეს ინტუიციის სიმბოლოა. ანგელოზები გიგზავნიან მას როგორც ნიშანს, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ინსტიქტებს. მიგანიშნებთ, რომ ინტუიცია არ გღალატობთ. ამ დროს სიმართლის იგნორირება არ შეიძლება, თორემ მერე პრობლემად შემოგიბრუნდებათ. 5. უცნაური შეგრძნება მზის წნულის მიდამოში მზის წნული(მზის წნული ყველაზე დიდი ნერვული წარმონაქმნია, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ მდებარეობს, იგი უშუალოდ კუჭის უკან არის) განსაკუთრებით მგრძნობიარეა ენერგეტიკის მიმართ. სწორედ ამ დროს ამბობენ, "შინაგანად ვგრძნობო". სწორედ ანგელოზები გვიღვივებენ შეგრძნებებს ამ შემთხვევაში. შეიძლება იგრძნოთ გულისრევა, დაძაბულობა, მსუბუქი დისკომფორტი. მიაქციეთ ყურადღება, რა მომენტში წარმოიშვა ეს შეგრძნებები. მაგალითად, თუ გულის რევის შეგრძნება გაჩნდა რომელიმე ადამიანის გამოჩენისას, არ დარჩეთ მასთან მარტო. და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად მიაქცევთ ყურადღებას ანგელოზის ნიშნებს, მით უფრო გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. თუ ვერ ხვდებით რომელიმე ნიშანი რას ნიშნავს, მიმართეთ თქვენს ანგელოზს, ის უთუოდ გამონახავს საშუალებას, მიგახვედროთ.
ურწმუნო ექიმის მოგზაურობა სამოთხეში(კომიდან გამოსულის მონათხრობი) არ გამოტოვოთ 9 ივლისის ღამე - სავსემთვარეობა, სურვილების ახდენის დრო!
რომელი ქოთნის მცენარე შეგვეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რაში გვეხმარება ის
ქალი, რომელსაც მეზობლები ეშმაკთან კავშირს აბრალებენ, ხოლო შვილები ყოველ ღამე მის სიკვდილს ელოდებიან
რატომ დაფრინავენ მგზავრები ტომარაში გახვეულები?!
1415 4-ს მოსწონს |