x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რატომ ღირს ბრილიანტი (ალმასი) ასე ძვირი?! რეალური მიზეზი ბევრმა არ იცის

image
ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, თუ რომელი ქვა არის ყველაზე ძვირფასი, არც დაფიქრდება და ისე იტყვის ალმასიო. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, თუ რატომ ღირს ის ასე ძვირი.
ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია: ჯერ-ერთი, ალმასს უნიკალური თვისება აქვს, ის ძალიან მტკიცეა და მეორე – იშვიათი ქვა არის.


image


რეალურად, ალმასზე უფრო მეტად იშვიათი ქვები ზურმუხტი, ლალი და საფირია. ხოლო საარაკო ფასები ბრილიანტზე — უდიდესი თაღლითობის შედეგი არის!

1866 სამხრეთ აფრიკაში ძვირფასი ქვების უდიდესი მარაგი იყო აღმოჩენილი. ყოველდღიურად, კიმბერლის რაიონში, დღისით და ღამით, 30 ათასამდე მაღაროელი მშაობდა. 1871-1914 წლებში, მათ დაახლოებით 2 722 ტ. ალმასი მოიპოვეს! იმ პერიოდში, ბაზარი გაჯერებული იყო ალმასით და ამის გამო, ფასი ბრილიანტზე ელვისსისწრაფით ეცემოდა. უცნობია, რამდენად გაუფასურდებოდა ქვები, ამ საქმეს სათავეში სესილ ჯონ როდსი რომ არ ჩასდგომოდა. მან კომპანია De Beers-ი დაარსა და სულ მალე, მონოპოლისტი გახდა.

imageროდსი სამხრეთ აფრიკაში 1870 წელს ჩავიდა და სრულად განიცადა ალმასის ციებ-ცხელების ყველა სიკეთე. ქვების ძებნის საქმეში, დიდი წარმატება არ ჰქონია, სამაგიეროდ, კომპანიის დაარსების შემდეგ, სხვა მაღაროელებს ემსახურებოდა – ხელსაწყოებს და პროდუქტებს აწვდიდა. მათთვის შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, სპეციალური ორთქლის მანქანაც შეიძინა, მაღაროდან წყლის ამოსატუმბად...

ქვების მაძიებლები, როდსის კომპანიის ყველანაირი მომსახურების საფასურს, ალმასებით იხდიდნენ. ეს ერთადერთი ვალუტა იყო, რომელიც იმ რეგიონში ფუნქციონირებდა.


image


ეს საქმე იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ უკვე 1883 წლისთვის, ჯონ როდსი კიმბერლის ყველა საბადოს აკონტროლებდა. ხოლო 5 წლის შემდეგ, მსოფლიო ალმასის მოპოვების და გადამუშავების 90 % მის ხელში იყო!

მას შემდეგ, რაც კომპანია De Beers, ალმასების ბაზარზე, მონოპოლისტი გახდა, ქვებზე ფასს უკვე ის არეგულირებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, ფასი ადეკვატური იყო – მხოლოს ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწყო ზრდა.


image


საკვირველია, მაგრამ ფასის ზრდის მიზეზი, კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი გახდა. საქმე იმაში იყო, რომ XX საუკუნის 50-იანი წლებში ბრილიანტზე მოთხოვნილება დაეცა. იმ პერიოდში, ფერადი ქვები შემოვიდა მოდაში. პოტენციური მყიდველები, ძვირფასეულობის შეძენისას, უპირატესობას ზურმუხტს და ლალის თვლებიან სამკაულებს ანიჭებდნენ. ამის საპასუხოდ, კომპანია De Beers-მა ჯერ არნახული სარეკლამო კამპანია წამოიწყო, დევიზით – «ალმასი სამუდამოდ».
ბრილიანტმა პოზიციები გაიმაგრა და ბაზარზე სიყვარულის, ფუფუნების და კეთილდღეობის სიმბოლოდ დაბრუნდა, ხოლო ფასი მკვეთრად გაიზარდა. სარეკლამო სააგენტოში თავიდან აღიარებდნენ, რომ წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნებოდა, რადგან De Beers წარმომადგენლები, პრაქტიკულად, ადამიანებს აიძულებდნენ აბსურდულად ძვირი ქვების შეძენას, მხოლოდ იმისთვის, რომ შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვათ!
თუმცა, კომპანია უკან არ იხევდა და რეკლამაზე არანაირ სახსრებს არ იშურებდა. წლიდან – წლამდე მყიდველებს არწმუნებდნენ ბრილიანტის უნიკალურობაში, რომ მისი მეტისმეტად გაბერილი ფასები გაემართლებინათ. ფასის ფორმირების პრინციპი კი ასეთი იყო: «შეძენის დროს, სასურველი ქვა არ უნდა ყოფილიყო იმაზე იაფი, ვიდრე მყიდველის სამი თვის ხელფასი იყო». ეს ფორმულა დღემდე მოქმედებს და კარგი ბრილიანტის საშუალო ფასი, დაახლოებით, 7 000 დოლარამდეა.


image


თავის დროზე, კომპანია De Beers-ის სახეები მერლინ მონრო და შონ კონერი იყვნენ. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, შონ კონერმა, გარკვეული პაუზის შემდეგ, ისევ ითამაშა აგენტი 007-ის როლი ფილმში «ალმასები სამუდამოდ» (1971)!
შედეგად, თაობებმა, ფაქტიურად, დედის რძესთან ერთად შეითვისეს, რომ ალმასი — ყველაზე ძვირფასი ქვა არის მსოფლიოში.

რეკლამის გარეშე, რა თქმა უნდა, ფასი ამ ქვაზე, მეტისმეტად დაბალი არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი ღირებულების ლომის წილი, სწორედ მის სტატუსზე მოდის და არა თვითღირებულებაზე.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image20 ყველაზე ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობა

ქალის ყველაზე ძვირადღირებული თეთრეულის TOP - 10

ანგოლაში ალმასის გზა დააგეს

პაკისტანელი გოგონას ბრილიანტის ცრემლები (+ ვიდეო)

ნახევრადძვირფასი ქვების ენერგია ჩვენს სამსახურში

მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო


0
8297
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0