მუსიკა გარდაიცვალა "ივანუშკი ინტერნაციონალის" სოლისტი ოლეგ იაკოვლევი 2017, 29 ივნისი, 12:01 დღეს დილით 47 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპულარული რუსული ჯგუფის "Иванушки International" ექს-სოლისტი ოლეგ იაკოვლევი. მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ორმაგი ფილტვების ანთება გახდა.ინფორმაცია მისმა მეუღლემ ალექსანდრა კუცევოლმა გაავრცელა სოციალურ ქსელში: "დღეს დილით 7:05 წუთზე შეწყვიტა არსებობა ჩემი ცხოვრების მთავარმა მამაკაცმა, ჩემმა ანგელოზმა, ჩემმა ბედნიერებამ..როგორ ვიქნები უშენოდ?გაფრინდი ოლეგ! მე მუდამ შენთან ვიქნები." ოლეგ იაკოვლევი "ივანუშკი ინტერნაციონალის" მთავარ სოლისტად 1999-2013 იყო, შეცვალა რა ტრაგიკულად დაღუპული იგორ სორინი. მისი მოღვაწეობის დროს შეიქმა ჯგუფის ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა: Тополиный пух, Снегири, Небо, Реви, золотые облака და სხვა. 2013 წლიდან იაკოვლევმა სოლო კარიერა არჩია. 773 6-ს მოსწონს 1-ს არა
|