საზოგადოებრივი წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში 2017, 29 ივნისი, 10:48 ძველ ბერძენ მეცნიერს, ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღრ. 490-425 წწ.) ხალხმა «ისტორიის მამა» შეარქვა. ის ისეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერს უსიტყვოდ უჯერებდნენ. მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერეს, როდესაც მან განაცხადა, რომ თავისი თვალით ნახა მეტალისგან დამზადებული ნავი, რომელიც დიდი სიჩქარით ჰერაკლეს სვეტებიდან (გიბრალტალის სრუტე) შემოვიდა და ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარდაო. ის ამტკიცებდა, რომ ნავს არც აფრები ჰქონდა და არც ნიჩბები. დღეს არავის გაუკვირდება მსგავსი სახის განცხადება, მაგრამ ჰეროდოტე ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაიჯერეს, ხალხმა მას მატყუარა მაინც არ უწოდა. რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ გადაღლილობის გამო, მეცნიერს რაღაც მოეჩვენა. წყალქვეშა ნავების გარდა, ძველ მსოფლიოში, ადამიანები კიდევ ერთი უჩვეულო მოვლენის მომსწრენი იყვნენ. იმ პერიოდში, ცაში დრო და დრო, მფრინავი ობიექტები ჩნდებოდნენ. ასე მაგ., ძვ. წ. აღრ. XV საუკუნეში, ხოლო უფრო კონკრეტულად 1468 წ. ჩვენს ერამდე, ნილოსოს სანაპიროსთან მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. მისი დანახვის შემდეგ, ეგვიპტელები არც პანიკაში ჩაცვივდნენ და არც ღმერთის ნიშნად მიუჩნევიათ ნანახი. ფარაონის, თუტმოს III ბრძანებით, ეს ფაქტი ეგვიპტის ისტორიის ქრონიკაში შეიტანეს. «ზამთრის მესამე თვეს, ცაში გამოჩნდა სწორი ფორმის მქონე, დიდი ობიექტი, რომელიც ნელა გადაადგილდებოდა სამხრეთისაკენ» - წერია ქრონიკებში. მსგავსი მოვლენები და ფაქტები ცენტრალურ ამარიკაშიც ფიქსირდებოდა. ძველი ლეგენდის თანახმად, «მფრინავი ვეფხვი» თვითმფრინავით მოფრინდა და გარკვეული დროის მანძილზე, ინდიელებთან ცხოვრობდა. ის ადგილობრივებს მიწათმოქმედებას და წერას ასწავლიდა. როდესაც დარწმუნდა, რომ მათ ყველაფერი კარგად შეისწავლეს, ინდიელებს უბრძანა, რომ ის მაღალ მთაზე აეყვანათ. იქ საფრენ აპარატში ჩაჯდა, რომელიც ჭექა-ქუხილში და ელვაში გაუჩინარდა. სამხრეთ ამერიკაში, ნასკას უდაბნოში შემორჩენელ ხაზებსა და ფიგურებს, რომლებიც მხოლოდ თვითფრინავიდან ჩანს, მეცნიერები ასევე უძველეს დროში მფრინავი ობიექტების არსებობას უკავშირებენ (იხ. ნასკას უდაბნოს საიდუმლო ამოხსნილია). კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ძველი ხალხები არა მარტო ხედავდნენ ცაში მფრინავ ობიექტებს, არამედ ზოგიერთი მათგანი, კარგად იცნობდა მის შინაგან მოწყობილობას. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * დოკუმენტი, რომლითაც უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი მტკიცდება * ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო * ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს * უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი 1458 12-ს მოსწონს
|