x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოჩენების კვალდაკვალ – ადამიანის დედამიწაზე გამოჩენის თარიღმა მილიონობით წლით, შორეულ წარსულში, გადაიწია
image


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვენი პლანეტის ასაკი 4, 6 მილიარდი წელია. ბოლო პერიოდამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის წინაპარი — ავსტრალოპითეკი 5 მილიონი წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე, ხოლო გონიერი ადამიანი — მხოლოდ 40-30 ათასი წლის წინ. თუმცა, ბოლო დროს, ეთიოპიაში, აღმოჩენილმა ადამიანის ყბის ნაწილმა, რომელიც 3, 5 - 3, 3 მლნ. წლით არის დათარიღებული და ჩვენი ყბისგან არაფრით განსხვავდება, მეცნიერები გონიერი ადამიანის დედამიწაზე გამოჩენის თარიღის გადაწევაზე დააფიქრა.

თუმცა, ქვემოთ მოყვანილი აღმოჩენების ფონზე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, გონიერი ადამიანის გამოჩენის რომელ თარიღზე შეჩერდებიან ისინი — 40 ათასზე, 3 მილიონზე ან თუნდაც 5 მილიონზე, რადგან უკვე საკმარისი რაოდენობის არტიფაქტები არის აღმოჩენილი, რომელთა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ დედამიწაზე, გონიერი ადამიანის გამოჩენის თარიღი, 5 მლნ. წელზე, ბევრად უფრო შორეული წარსულისკე იწევს.

სამი წლის მანძილზე, 1786-1788 წწ. ფრანგი მუშები, რომლებიც ქვის კარიერში მუშაობდნენ, ქ. ექს-ან-პროვანსეს მახლობლად მუშაობდნენ, 15 მ. სიღრმეზე პოულობდნენ, წინამორბედების მიერ დატოვებულ ხელსაწყოებს, რომლებიც მათი ხელსაწყოებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ნაპოვნი იყო აგრეთვე მონეტები და ხის ფიცრებისგან გაკეთებული ფარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ქვის კარიერებში, ქვების გადასატანად იყენებენ. ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი, არაფერია თუ იმასაც არ აღვნიშნავთ, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ეს ნივთები მიწისქვეშ ელაგა, ხის ფარმა ქარვად გადაქცევა მოასწრო.
image1934 წ. ტეხასის შტატში, ქ. ლონდონის მახლობლად, იპოვეს ქვა, რომელშიც განამარხებული იყო ხის ტარიანი ჩაქუჩი. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქანის ასაკი, რომელშიც ჩაქუჩი იყო მოთავსებული, 140 მლნ. წლის იყო ანუ იმ პერიოდით, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ, ხოლო ლითონი, რომელისგანაც ჩაქუჩის თავი იყო დამზადებული, 97% რკინას შეიცავდა.

1844 წ. შოტლანდიაში, ქინგუდის კარიერში, აღმოჩენილი იყო ქანი, რომლის ასაკი 360-408 მლნ. წლით განსაზღვრეს. რა თქმა უნდა, აქ არაფერ არ არის განსაკუთრებული, რომ არა ლურსმანი, რომელიც ქანის შიგნით იყო მოთავსებული.

იგივე 1844 წელს, ლონდონის “ტაიმსი" წერდა, რომ ქვის მომპოვებლებმა 2, 5 მეტრ სიღრმეზე, ერთ-ერთ ქანში, ოქროს ძეწკვი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგად ამ ქანის ასაკი 360-320 მლნ. წლით განისაზღვრა.image
1852 წელს, მასაჩუსესის შტატში, ქ. დორჩესტერის სიახლოვეს, აღმოაჩინის თუთიისა და ვერცხლის ნაერთისგან დამზადებული თასი, რომელიც 600 მილინი წლით დათარიღებულ ქანებში იყო განამარხებული.

ამ სახის არტიფაქტების ჩამონათვალის გაგრძელება, კიდევ შეიძლება და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ, არ შეიძლება, რომ არ ავღნიშნოთ, სამხრეთ აფრიკის მაღაროებში, ნაპოვნი უამრავი შავი ბურთულის შესახებ, რომლებზეც ერთმანეთის პარალერული სამ-სამი ზოლია არის დატანილი. ქანები, რომლებშიც ამ ბურთულებს პოულობენ, 2, 8 მილიარდი წლით არის დათარიღებული.

imageზემოთ ჩამოთვლილი არტიფაქტები შემთხვევით, სამრეწველო საქმიანობის დროს არის აღმოჩენილი და უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე, ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენლებს, არანაირი წარმოდგენა არა ჰქონდა, ადამიანის მოდგმის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის და ძველი ცივილიზაციების არსებობის შესახებ. გამონაკლისს, მხოლოდ ძველი საბერძნეთის და რომის კულტურები წარმოადგენდნენ. ეს უმეცრების ბარიერი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას შემდეგ გადაილახა, რაც ნაპოლეონი, თავისი ჯარით, ეგვიპტეში შეიჭრა.


image


ეგვიპტეში, 1798 წ. დაიწყო მუშაობა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის დროსაც, პრაქტიკულად, ყოველ დღე, ახალ-ახალ, სენსაციურ აღმოჩენებს აკეთებდნენ. 1821 წ. ლინგვისტებმა მოახერხეს ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა და ევროპის საზოგადოებამ გაიგო, იმ ქვეყნის წარსულის, ტრადიციების, რწმენისა და ცხოვრების წესის შესახებ. იქიდან მოყოლებული, სამეცნიერო წრეებში და საზოგადოებაში, დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ ეგვიპტე, მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი იყო.


image


1833 წ. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ტუნისში, რომლის დროსაც, რომის მიერ განადგურებული კართაგენის ნაშთები აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, ძველი ფინიკიური ქალაქების ნაშთები.


image


1843 წ, დაიწყეს ძველი ასურეთის დედაქალაქის, ნინივეს კვლევა და მთელი მსოფლიო

აღაფრთოვანა, დავიწყებული ცივილიზაციის სიდიადემ.

ეს საყოველთაო აღფრთოვანების ტალღა, ჯერ ჩავლილი არ იყო, რომ 1852 წ. შუამდინარეთში წარმოებული გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა, იმ ტერიტორიაზე არსებული ცივილიზაციების უძველესი კერები აღმოაჩინეს. 1875 წელს გაშიფრეს ასურულ-ბაბილონური დამწერლების ნიმუშები, ხოლო XX ს. დასაწყისში, იშთარის კარიბჭე აღმოაჩინეს, რომელიც ბაბილონის ციხე-ქალაქის, 9-დან ერთ-ერთი კარები იყო.



image


1894 წ. აღმოაჩინეს მინოსური კულტურის ნაშთები, კუნძულ კრეტაზე.


image


1906 წ. გათხრები დაიწყო ქ. ანანის (ჩინეთი) მახლობლად და სამყაროს, ჩინეთის უძველესი ცივილიზაცია, შანი მოევლინა. image

არქეოლოგიურ გათხრებამდე, ქ. ტროა ჰომერირის ფანტაზიის ნაყოფი ეგონათ. მაგრამ, არქეოლოგიურმა კვლევებმა, გააფართოვა სხვადასხვა ცივილიზაციების არსებობის ჰორიზონტები და უფრო საფუძვლიანი დოკუმენტური მასალა მისცა მეცნიერებს იმის დასადგენად, თუ როდის მოხდა ადამიანების განსახლება დედამიწაზე. მაგ., XX ს. დასაწყისში, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ამერიკის კონტინენტზე ადამიანმა ფეხი პირველად 4 ათასი წლის წინ დადგა, შემდეგ თქვეს 10 000 წლის წინო. შემდეგ, თარიღს უფრო და უფრო ზრდიდნენ: 25 000, 40 000, ხოლო ახლა ფიქრობენ, რომ 100 000 ათასი წლის წინ იქ უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები.

დღეს მიღებულია, რომ ძველ ეგვიპტეში, სახელმწიფოებრივობა ჩვენს ერამდე IV ათასწლეულში ჩაისახა, მაგრამ ანტიკურ სამყაროში, რომელიც უფრო ახლოს იყო იმ ეპოქასთან, ვიდრე ჩვენ, ასე არ თვლიდნენ.
ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ძვ. წ. აღ. 485-425 წწ.) წერდა, რომ ნახა ეგვიპტის ისტორიის ქრონიკები, რომელიც, ეგვიპტელი ქურუმის, მენიფინის მიერ იყო დაწერილი (ძვ. წ. აღ. IV ს.). აღნიშნულ ქრონიკებში ეგვიპტის ისტორია 30 627 წლის წინ იწყებოდა. ჰეროდოტეს სიტყვებს ადასტურებენ ბიზანტიელი ისტორიკოსი სნელიუსი და ბერძენი ისტორიკოსი, დიოგენე, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ნანახი “ძველი ქრონიკები".
დღეს უკვე რთულია იმის დადგენა, მართლა იყო თუ არა სახელმწიფო ეგვიპტის ტერიტორიაზე 40 000 წლის წინ. თუ მართლაც არსებობდა, ის განადგურდებოდა წარღვნის შედეგად, ისე როგორც ლეგენდარული ატლანტიდა, ლემურია და სხვა, ჩვენთვის ცნობილი, თუ უცნობი ქვეყნები და კუნძულები.

1922 წელს, ამერიკელი სამთო ინჟინერი ჯორჯ რეიდი, სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა, ნევადის შტატში. სწორედ იქ აღმოაჩინა მან ფეხსაცმლის ნაკვალევი, რომელიც მოგვიანებით, 213-218 მილიონი წლით იყო დათარიღებული.

1933 წელს, პეკინის მახლობლად, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 3 ადამიანის ნაშთი, რომლებიც იქ 30 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ და თანამედროვე ადამიანებისგან არაფრით არ განსხვავდებოდნენ.
1961 წელს, პერუელმა მედიცინის პროფესორმა, ხუან კამბრერამ, ქ. იკის გარეუბანში, მოხატული ქვები აღმოაჩინა. დღეს ამ ქალაქში, მუზეუმი არის 5 დარბაზით, რომლებშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არა მარტო ცალკეული ნახატები, არამედ ნახატების მთელი სერიებია წარმოდგენილი. ისე, როგორც, თანამედროვე კომიქსებში. მაგრამ, ქვებზე არა კომიქსების გმირები, არამედ იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან გამოსახულები, რომლებიც პრეისტორიულ ეპოქაში, დედამიწაზე ჩვენი ცივილიზაციის გამოჩენამდე, ცხოვრობდნენ.


image


ამ ნახატებზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც გამადიდებელი ლუპით რაღაცას იკვლევენ, სხვები ტელესკოპით ცას აკვირდებიან. არიან ქირურგები, ოპერაციის დროს. ნახატების მიხედვით ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს შეეძლოთ არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებც. არის ქვები, რომლებზეც რუკები არის დახატული. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვების ნახატებით გადმოცემულია ინფორმაცია, დედამიწაზე უცხოპლანეტელების ვიზიტს შესახებ.

ქალაქი იკა პარაკასისა და ნასკას სიახლოვეს მდებარეობს. პარაკასის მიწისქვეშეთში აღმოჩენილია “მიცვალებულთა ქალაქი", რომელშიც ასობით მუმია ზის მოლოდინის რეჟიმის ფორმაში. მათი გამომშრალი სხეულები, ფერადი, ხასხასა ძაფებით მოქარგული ქსოვილებით არის დაფარული. რომლებსაც ხანდაზმულობის მიუხედავად, ფერი არ დაუკარგავთ. ამ ქსოვილებზე ასახულია ცოცხალი არსებები, რომლებიც ჩვენს სამყაროს არ ეკუთვნიან.


imageimage

image

პარაკასელებმა, ვიდრე სამუდამოდ დატოვებდნენ ამ სამყაროს, თავიაანთი ცოდნა, ნასკას კულტურის წარმომადგენლებს გადასცეს, ხოლო ამ უკანასკნელებმა – ინდიელებს.

image

ამდენი უცნაური ნივთის აღმოჩენის შემდეგ, რა თქმა უნდქა, იბადება კითხვები: ვინ იყვნენ მათი შემქმნელები? ნუთუ იმ გონიერი ადამიანების, რომლებიც ათასობით და მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ, არცერთი გამოსახულება არ არის შემონახული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პირდაპირ შეიძლება: რა თქმა უნდა არის.

იხილეთ:

ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

image

http://intermedia.ge/სტატია/71794-ეგვიპტის-პირამიდები-ჩვენი-ცივილიზაციის-მიერ-არ-არის-აშენებული/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

imageუკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

image

http://intermedia.ge/სტატია/74572-უკვე-ცნობილია-თუ-ვინ-ააშენა-პირამიდები-ატლანტიდის-არსებობის-ზუსტი-პერი/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

1
658
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
658
  
2016, 18 აგვისტო, 10:28
მეცნიერები კი ახდენენ რედაქტირებას ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ,მაგრამ ბიბლიას რა ეშველება ახლა რაღაც მოიგონებენ ანაფორიანები
0 1 1