x
image
დათო შაროვი
14 სიმპტომი, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ მაღალია შაქრის დონე თქვენს სისხლში!
image


მაღალი შაქრის დონე სისხლში ანუ ჰიპერგლიკემია ისეთი მდგომარე-

ობაა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია.არსებობს

წინასწარი ნიშნები იმისა, რომ შაქრის დონე გაიზარდა: თქვენ მუდმი-


ვად განიცდით შიმშილის გრძნობას? მოიმატეთ წონაში მიუხედავად
იმისა, რომ კალორიებს აკონტროლებთ? ხშირად გაქვთ კუჭის პრობლე-

მები? თუ ამ კითხვებზე პასუხია დიახ, მაშინ თქვენ შეიძლება მაღალი გქონდეთ შაქრის დონე სისხლში. უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება აწეული ჰქონდეთ შაქრის დონე მაშინ, როდე-

საც იღებენ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა გაზიანი სასმელები, ნამ-

ცხვრები და კამფეტები. თუ ხანგრძლივი დროით შენარჩუნდა შაქრის მაღალი დონე, უნდა იცოდეთ, რომ ამან შეიძლება მიგიყვანოთ დიაბე-

ტამდე ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

იმისათვის, რომ დროულად მიიღოთ ზომები უნდა იცოდეთ შაქრის მაღალი დონის სიმპტომები, ასე შეძლებთ მის გაკონტროლებას. არსე-

ბობს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:


უმოძრაო ცხოვრების წესი.
არასრულფასოვანი კვება.
სტრესი.
ზოგიერთი წამლის გამოყენება.
ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა.


მედიცინის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შაქრის მაღალი დონე ავტო-

მატურად არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიაბეტი, არამედ ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სიმპტომი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ჰიპერგლიკემია საერთოდ არ გააჩნია არანა-

ირი სიმპტომი.


1.პირის სიმშრალე

2.ბუნდოვანი ხედვა

3.გაზრდილი წყურვილის გრძნობა

4.მუდმივი შიმშილის გრძნობა

5.დაღლილობის შეგრძნება

6.ხშირი შარდვა

7.მშრალი კანი

8.ჭრილობების ძნელად შეხორცება

9.კონცენტრაციის გაძნელება

10.ჭარბი წონა

11.იმპოტენცია

12.ნერვული პრობლემები

13.კუჭის პრობლემები

14.განმეორებითი ინფექციები

იყავით ყურადღებით და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!

0
2576
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
2576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0