პროფილაქტიკა რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ვაშლის ძმარს! 2017, 6 თებერვალი, 20:47 ვაშლის ძმარი არის ნატურალური პროდუქტი, რომლის ძლიერი მოქმედება ეჭვს არ იწვევს.არომატული ძმრის შემადგენლობაში შედის ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია მოკლას მიკრობები და ბაქტერიები. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ქოქოსი იზრდება, მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებად ქოქოსის ზეთს იყენებენ, ხოლო ჩვენი სიმდიდრე ვაშლია და მისგან გამოწურული ნატურალური წვენით გაკეთებული ძმარი კურნავს არაჩვეულებრივად.
1. ვაშლის ძმარი ყელის ტკივილის დროს-შეურიეთ ნახევარი ჭიქა ძმარი ერთ ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში, ყველა მავნე მიკრობი და ბაქტერია განადგურდება! 2. გულძმარვის დროს-1ჩ/კ ვაშლის ძმარი მცირეოდენ წყალთან ერთად გაუმკლავდება გულძმარვას, რადგან ბუნებრივი ანტაციდების შემცვლელია! 3. ცხვირის გაჭედვის დროს-თუ ხართ გაციებული და გაგეჭედათ ცხვირი, დალიეთ 1 ჭიქა წყალი 1ს/კ ძმართან ერთად. ძმარი შეიცავს ვიტამინებს და ძმრის, ვაშლის, რძის, ლიმონის მჟავებს. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ დააცხრონ ცხვირის შეშუპება და დაეხმა- რონ ცხვირიდან ლორწოს გამოდევნაში! 4.ქერტლის საწინააღმდეგოდ-ვაშლის ძმარი ამაგრებს თმის ძირებს, თმას ხდის ფუმფუ- ლას და მბზინვარეს, აქრობს ქერტლს! აურიეთ ნახევარიჭიქა ვაშლის ძმარი ნახევარ ჭიქა წყალზე, გადაივლეთ დაბანილ თმაზე, დაიტოვეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ. ქერტლი გაქრება უკვალოდ! 5. სპაზმი ფეხებში- ხშირად გამოწვეულია კალცის ნაკლებობით, შევურიოთ ერთმანეთს 2ს/კ ვაშლის ძმარი და 1ჩ/კ თაფლი 1ჭიქა თბილ წყალში, ეს არის არაჩვეულებრივი სა- შუალება, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმში კალცის ნაკლებობის დროს. ძმარში შე- დის აგრეთვე მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი და სპილენძი. 6. ქავილის და აკნეს წინააღმდეგ-თუ გაქვთ აკნე და კანი უსიამოვნოდ გექავებათ, წაის- ვით აღნიშნულ მონაკვეთზე ცოტა ვაშლის ძმარი ბამბით, ვაშლის ძმრის სოკოს საწინა- აღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, დაეხმერება კანს სხვადასხვა დაზიანებების მოცილებაში. 7.მეჭეჭების საწინააღმდეგოდ-ვირუსული მეჭეჭები შეიძლება გავაქროთ თუ ყოველდღე რეგულარულად წავისმევთ ვაშლის ძმარს, რეზულტატს აუცილებლად დავინახავთ! 8. მუცლის შებერილობის (მეტეორიზმი) დროს-მიიღეთ ჭამის წინ 1ჭიქა წყალი 1ს/კ ვაშლის ძმართან ერთად.ეს საშუალება დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ საჭმლის მონელე- ბა მოგიწესრიგებთ კუჭის მუშაობას და გაზრდის მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას). 9. სახლში უსიამოვნო სუნის დროს-გაურიეთ ძმარი წყალში და ეს ნარევი გააფრქვიეთ ჰაერში, ამით გარანტირებულად მოიშორებთ უსიამოვნო საყოფაცხოვრებო სუნს! 10. ჭუჭყის წინააღმდეგ- ძმრის დახმარებით შეგიძლიათ მოიშოროთ ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები სანტექნიკიდან, ნადები აბაზანაში, ეს არის მრავალმხრივი გამწმენდი საშუალება, რომელიც გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ჩვეულებრივი ქიმიური საშუალებები! 11. გაჭედილი წყლის მილის გასაწმენდად-გავურიოთ ერთმანეთს 1ჭიქა ძმარი და ნახე ვარი ჭიქა საჭმელი სოდა, ეს ნაერთი ჩაუშვით სადრენაჟე არხში, სადაც არსებულმა ნარ- ჩენებმა გაჭედა მილი. სოდა და ძმარი იდეალურად გაწმენდს სანიაღვრე არხს და გაანა- დგურებს უსიამოვნო სუნს! 12.ნადების საწინააღმდეგოდ-ნადები აბაზანაში, სარეცხი მანქანის შიგნით ეს ჩვეულებ- რივი რამ არის. ძმარი დაგეხმარებათ მოაშოროთ ნადები ყველანაირი ზედაპირიდან, შე- გიძლიათ ძმრიან წყალში გარეცხოთ ფარდები, ისინი გაქათქათდება! 13.დაჭმუჭნული ტანსაცმლის გასასწორებლად-თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ ეშმაკურად და უთოს გარეშე გაასწოროთ ტანსაცმელი, განაზავეთ ძმარი წყლით 1:3 და შეასხურეთ სამოსელს, როდესაც ტანსაცმელი გაშრება ნაოჭებიც გაქრება! 14. ავეჯზე ლაქების მოსაშორებლად-ლაქები ავეჯზე, ხალიჩაზე და ქსოვილებზე წუთში გაქრება ძმრის დახმარებით! დაასხით ხალიჩაზე ან ქსოვილზე ძმარი, დააყარეთ მარილი და გაწმინდეთ. ვაშლის ძმარის გამოყენებამ, შეიძლება დიდი დახმარება გაგიწიოთ ყოფა ცხოვრებაში.ეს ინფორმაცია შეიძლება თქვენს მეგობრებსაც მოეწონოთ, გაუზიარე მათაც! თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს! 12985 7-ს მოსწონს
|