შესანახი პროდუქტები უგემრიელესი მწიფე პომიდვრის მწნილი 2017, 26 ივნისი, 7:37 ინგრედიენტები: ერთ სამლიტრიან ქილაზე: მწიფე პომიდორი რამდენიც ჩაეტევა ¼ ტკბილი წიწაკა (ბულგარული) 1 კბილი ნიორი კამის „ქოლგები“ მიხაკი _ 2-3 ცალი ტკბილი წიწაკის მარცვლები (დუშისტი) _ 2-3 ცალი მწარე წიწაკა, დაფნის პატარა ფოთოლი 1 სუფრის კოვზი მარილი 1 ჭიქა შაქარი 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა მომზადება: ვრეცხავთ პომიდორს, ვჩხვლეტთ კბილის საწმენდი ხის ჩხირით. ქილის ფსკერზე ვაფენთ კამას, მიხაკს, ტკბილ (დუშისტი) წიწაკას, მწარე წიწაკას, დაფნის ფოთოლს, ბულგარულ წიწაკას. შემდევ ვალაგებთ პომიდორს. ვასხავთ მდუღარე წყალს და ვტოვებთ გასაგრილებლად. როცა გაგრილდება, წყალს გადმოვღვრით და ვამატებთ ქილაში დაჭრილ ნიორს, მარილს, შაქარს და ლიმონმჟავას. ვასხამთ მდუღარე წყალს და ვხუფავთ. ქილებს ვდებთ გადაბრუნებულს, ვფუთავთ გადასაფარებელში (საბანში) და ვტოვებთ სრულ გაციებამდე. გემრიელად მიირთვით! იხილეთ ვიდეო გაკვეთილები: იხილეთ ასევე: 1. იყავით ფრთხილად, როცა ბანანს ყიდულობთ! ეს ყველამ უნდა იცოდეთ! 2. ყურადღება: არასოდეს არ აადუღოთ ერთი და იგივე წყალი განმეორებით! 3. დილა იწყება ყავით ! 4. გლინტვეინი 5. სუპები და ბულიონები ბავშვებისთვის 6 თვიდან 2426 9-ს მოსწონს
|