არქიტექტურა "ამიერიდან ყველა ნაგავს ქუჩაში დავყრი,ასე გადაგიხდიდით სამაგიეროს უყურადღებობის გამო!" 2017, 23 ივნისი, 11:02 უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა. კოშკის ჩამონგრევის მიზეზი გახშირებული წვიმა გახდა. ასევე დაინგრა კოშკზე მიმდგარი სახლიც, შედეგად არავინ დაზარალებულა. კოშკებს არც მისახლეობა უვლის. სოფლის გამგებლის ცნობით, კულტურის სამინისტრომ 50-მდე კოშკს ჩაუტარა რესტავრაცია, 150-მდე კოშკი კი სავალალო მდგომარეობაშია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ფეისბუქ მომხმარებელი თამარ საკანდელია წერს: "ამიერიდან ყველა ნაგავს, რასაც აქამდე ჯიბით და ჩანთით დავატარებდი ქუჩაში დავყრი, ეგ კი არა სახლიდანაც გამოვიტან და ქუჩა ქუჩა მიმოვაბნევ, ცენტრალურ ქუჩებს მივეძალები. როცა საღებავი ჩამივარდება ხელში მოვხატავ, მოვჯღაბნი კედლებს, არ მოვერიდები არც ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებას, ფაქტია, რომ საქართველოში უამრავი კულტურული ძეგლია დანგრევის პირას, რომელთა აღდგენას მთავრობა არც აპირებს. თამარ საკანდელიას მოსაზრებით, საჭიროა ჩვენ, მოსახლეობამ ვაიძულოთ მთავრობა გაუფრთხილდეს ჩვენსავე ისტორიასა და კულტურას: "ამაშია 350 8-ს მოსწონს
|