x
image
ალექსანდრე ლექსო
კანადელმა სნაიპერმა სასიკვდილო გასროლის სიშორის რეკორდი დაამყარა
ელიტური რაზმის სნაიპერმა, ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი 3540 მეტრის მანძილიდან მოკლა.


image


სამხედრო მოსამსახურის სახელი, რომელმაც საბრძოლო მოქმედებებისას ყველაზე შორი მანძილიდან გაანადგურა მტერი, უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ მან გასროლა McMillan TAC-50 – ით განახორციელა. აღსანიშნავია, რომ დამიზნებისა და გასროლისათვის მხოლოდ 10 წამი დასჭირდა.

წინა რეკორდი ბრიტანელ სნაიპერს კრეიგ ხარისს ეკუთვნოდა. 2009 წელს მან ორგანიზაცია "თალიბანის" ორი მებრძოლი 2475 მეტრიდან მოკლა.


2002 წელს ავღანეთში, საბრძოლო ოპერაცია "ანაკონდას" დროს, კანადელმა კაპრალმა რობ ფურლონგმა მტრის მებრძოლი 2430 მეტრიდან მოკლა. მანამდე ერთი კვირით ადრე, იგივე ოპერაციის დროს კანადელმა სნაიპერმა არონ პერიმ მოწინააღმდეგე სასიკვდილოდ დაჭრა 2310 მეტრიდან.

მიუხედავად შეიარაღებული ძალების სიმცირისა, კანადა განთქმულია თავისი სნაიპერებით დასავლეთის ქვეყნებს შორის.


1
315
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
315
  
2017, 23 ივნისი, 13:38
კრეიგი ხარისი კი არა ხარისონია....
0 1 1