x
image
Maia kordzadze
საქართველოში დეფიციტური პროფესიების რაოდენობა იზრდება

კადრების განყოფილება

საქართველოში დეფიციტური პროფესიების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალგაზრდებს არ სურთ არაპოპულარულ ფაკულტეტებზე სწავლა, რადგან გაუგებარია, სწავლის დამთავრების შემდეგ, რამდენად შეძლებენ სამუშაოს შოვნას თავიანთი სპეციალობით, -წერს გაზეთი "რეზონანსი".
მიუხედავად იმისა, ექსპერტები პირიქით, დარწმუნებულები არიან, რომ შედარებით იშვიათი პროფესიები ყოველთვის იძლევიან მეტი სამუშაო ადგილების შეთავაზების საშუალებას და მათი აზრით, ასეთი სპეციალისტების პოპულარიზაციას სიფრთხილით უნდა მოქეცეს სახელმწიფო .
ყველაზე პრობლემური სექტორია - სოფლის მეურნეობა. მწირია ისეთი პროფესიები როგორიცაა: აგრონომი, ვეტერინარი, მექანიკოსი და ა.შ. როგორც წესი, ნაკლებია ინტერესი თანმიმდევრული მომავალის პერსპექტივების არარსებობის გამო.
ექსპერტი პაატა აროშიძის თქმით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა და სწავლის დაფინანსება ისეთ ფაკულტეტებზე, რომლებიც არ სარგებლობენ პოპულარობით სტუდენტებში.

"ეს სპეციალობები აუცილებელად გახდებიან პოპულარულები, როგორც კი, მათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. დღეს, პროფესიებზე მოთხოვნას ბაზარი კარნახობს. თითქმის მთლიანი გაქრობა პროფესიების, როგორიცაა აგრონომი და ქიმიკოსი, შეიძლება აიხსნას სტრუქტურული და ციკლური ფაქტორებით. სტრუქტურული ფაქტორი იმას გულისხმობს, რომ პროფესია თავად კარგავს შესაბამისობას, როგორც ასეთი, როგორიცაა მაგალითად მოლარე, რომელიც ხელფასს ურიგებდა თანამშრომლებს დიდ საწარმოებში. ციკლური ფაქტორები იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ზოგიერთი პროფესია ზოგადად დაიკარგა ", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ერთ-ერთი მაგალითია აგრონომის პროფესია - ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სოფლის მეურნეობა, როგორც სისტემა, აგრონომი არავის უნდა.
"დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობა გაუმჯობესდა, მაგრამ აგრონომის პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ ჩანან . ეს ქმნის შავ ხვრელს ბაზარზე, სადაც ჩნდებიან თვითნასწავლები "-ამბობს პაატა აროშიძე.
ნახევრად პრობლემას აგვარებენ პროფესიული სასწავლებლები, სადაც მოკლე დროში სწავლებენ პროფესიას, რომ უზრუნველყონ არანაკლებად დასაქმება, მაგრამ პრობლემა კვლავ კულტურული ფაქტორია - არაადეკვატური გაგება იმისა, რომ პროფესია უნდა აირჩიო არა პრესტიჟის გამო, არამედ დასაქმების პერსპექტივის და მომგებიანობის გამო.
ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ სამუშაო ადგილები აუცილებლად მოკვდება, ისევე როგორც, გაქრა საუკუნეების განმავლობაში ძალიან პატივცემული პროფესია მჭედელი. ტექნოლოგიური პროგრესი იწვევს იმ ფაქტს, რომ ბევრი სპეციალობა აღარ გახდება საჭირო.
თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სპეციალობებზე, რომლებიც საჭიროა, და, რომ ძალიან ცოტა ხალხია დაინტერესებული.
დღეს აბიტურიენტები უფრო დაინტერესებულნი არიან ისეთი მოდური ფაკულტეტიებით, როგორიცაა: მედიცინა, სამართალი, მენეჯმენტი და ა.შ.
"ჩვენ გვაქვს მწვავე დეფიციტი პროფესიონალების, როგორიცაა რადიოლოგი და ტომოგრაფისტი. ჩვენ დროში მედიცინაში პირველი ადგილი აპარატურას უკავია. საქართველოში, მუშაობს თითქმის 100 კომპიუტერული ტომოგრაფიული აპარატურა, და ამ სფეროში კვალიფიციური პროფესიონალების პოვნა ძალიან რთულია. ძალიან ცუდი სიტუაციაა ინჟინრების მხრივ, რომლებიც შეუძლიათ ამ მოწყობილობების მართვა. საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტია ამ სფეროში, და ყველა მათგანი - დატაცებაზეა", - აცხადებს ტომოგრაფისტი ირაკლი თორთლაძე.


მოკლედ, აბიტურიენტები ვერ ხედავენ დიდი დასაქმების პერსპექტივას ასეთი ვიწრო რანგის სპეციალობებით, რადგან ბაზარი არ იძლევა სერიოზულ არჩევანს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სამუშაოს ბანკში ან საფინანსო კომპანიებში ბევრად უფრო ადვილად იშოვნიან, ვიდრე აგრონომობით დასაქმდებიან.
არსებობს ასევე სუბიექტურ ფაქტორი - ბევრი სტუდენტი თავიანთთვის ძალიან მარტივ, ტექნიკურ პროფესიად თვლის, მაგალითად ელექტრიკოსობას, და დარწმუნებულნი არიან, რომ ამით უნდა დაკავდეს ის, ვისაც არ შეუძლია არაფერი.

0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0