პროფილაქტიკა ამის ცოდნით ბრტყელტერფიანობას სამუდამოდ გაიქრობთ 2017, 22 ივნისი, 12:55 ბრტყელტერფიანობა მსოფლიოს მასშტაბით, ტერფის ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შესაძლოა მრავალი სერიოზული დაავადების სათავე გახდეს. ბრტყელი ტერფი ანუ ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის თვალსაჩინოდ შემცირება, ან კიდევ ტერფის “გაბრტყელება”. უფრო ხშირად ხდება თითებისა და ტერფის წინა ნაწილის გარეთ გადახრა.
![]() როგორ გავარკვიოთ სახლის პირობებში გვაქვს თუ არა ბრტყელი ტერფი? 1. ფეხის მთლიან ტერფზე წაისვით საღებავი (გუაში), იოდი ან ცხიმოვანი საცხი, შემდეგ კი სუფთა ფურცელზე დააბიჯეთ, რათა ნაფეხური დაეტყოს. 2. გაშრობის შემდეგ ნაფეხურზე ქუსლიდან დიდი თითის გასწვრივ გაავლეთ სწორი ხაზი, მეორე ხაზი კი გაავლეთ პერპენდიკულარულად ქუსლის საწყისიდან. (ისე, როგორც სურათზეა მოცემული) ![]() 3. თუ ნახაზზე პერპენდიკულარულად გავლებულ ხაზს ნახევარზე მეტი ადგილი უკავია, თქვენ ბრტყელტერფიანობა გაქვთ. როგორ გავიქროთ ბრტყელტერფიანობა? თუ კი დროულად მოხდება ჩარევა, მისი განკურნება შესაძლებელია ამ ორი მარტივი ვარჯიშით: 1 ვარჯიში. უკეთესი იქნება თუ ამ ვარჯიშს ჩაიტარებთ დილით: აიწიეთ თითის წვერებზე და გაჩერდით ამ პოზიციაში 20-30 წამი. გაიმეორეთ 5-10-ჯერ. (იხილეთ ფოტო) ![]() 2 ვარჯიში. რამოდენიმე ბურთი დადეთ იატაკზე, ფეხის თითების მეშვეობით აიღეთ სათითაოდ და ჩადეთ ჭიქაში. ![]() იხილეთ აგრეთვე: ● იდეალური ფეხების საიდუმლო– ამას თქვენ არასდროს გეტყვიან ● როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები ● როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები ● შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ ● როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები 991 16-ს მოსწონს
|