x
image
ვიზა კოხაძე
ირინა შეიკის სიშიშვლემ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო
imageრუსი მოდელი ირინა შეიკი რამდენიმე თვის წინ დედა გახდა და მიუხედავად მეუღლის ( ბრედლი კუპერი ) სურვილისა, მან ძიძის გარეშე გადაწყვიტა ახალშობილის გაზრდა და აღზრდაც, რაშიც მოდელს დედა ეხმარება მხოლოდ.ამით იმის თქმა მინდა, რომ სუპერმოდელი არაჩვეულებრივად კარგი დედა აღმოჩნდა.

პოპულარობა კი თავისით არ მოდის და შოუბიზნესის წარმომადგენელთა მთელი არმია შოკისმომგვრელი და სკანდალური ჩაცმულობებით, ვარცხნილობებით და სხვადასხვა მეთოდებით ხდებიან პოპულარულები.

ახლახანს ირინა შეიკის შიშველი ფოტო, რომელმაც სრულიად სოციალური მედია მოიცვა და თითქმის ყველა აალაპარაკა, თურქმა ფოტოგრაფმა მერტ ალასმა ატვირთა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. როგორ ეხმაურება შეიკის ძალიან სექსუალურ ფოტოს რუსული მედია: - " ირინა შეიკი კიდევ ერთხელ მოხვდა თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში და გულშემატკივართა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მშობიარობისა, სუპერმოდელი კვლავ ინარჩუნებს სექსუალურ ფორმებს".

ფოტო გამოაქვეყნა თავად ალასმა და ირინას აღარ უზრუნია თავისი ფოლოვერებისთვის ახალი სურათის გამოქვეყნებაზე, რომელსაც 8, 6 მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე.თუმცა რამდენიმე ათეული კომენტარითაც შეგვიძლია ვიმრჯელოთ, როგორ შეხვდა მამაკაცების არმია სუპერმოდელის სიშიშვლეს. ინსტაგრამზე ვკითხულობთ: - " «Огонь!», «Какая сексуальная», «Боже, убейте меня», «Русская бомба!» და ა. შ.


ერთმა სექსუალურმა ფოტომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველა კომენტარში აღიარეს, რომ რუსი მოდელი უსაზღვროდ სექსუალურია, მაგრამ აქაც გამოჩნდა ერთ - ერთი თურქი გამომწერი, რომელიც მოუწოდებს მოდელს, დაფიქრდეს თავის ქალიშვილზე და იმაზე, თუ რა მაგალითი უნდა მისცეს მან შვილს.

ნამდვილი თაყვანისმცემლები კი თავდაჯერებულები ამტკიცებენ შეიკის სილამაზეს და დარწმუნებულები არიან სუპერმოდელი ერთნაირად მიმზიდველი და ზესექსუალურია როგორც გახდილი, ასევე ჩაცმული.


0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0