ფოტოგრაფია ქართველი ულამაზესი გოგონას ფოტო მსოფლიოს 37 ქვეყნის "ლამაზმანის" სურათებს შორის მოხვდა ( + ვიდეო ) 2015, 19 თებერვალი, 17:28 29 წლის რუმინელი ქალბატონი მიქაელა ნოროკი, რომელიც ორი წლის წინ მაღალანაზღაურებად სამსახურში იყო და საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა, დღეს ცნობილი ფოტოგრაფია. ზუსტად ორი წლის წინ მან აიღო ზურგჩანთა ფოტოაპარატთან ერთად და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა.
მიქაელმა მიზნად დაისახა სხვადასხვა კულტურისა და ერის წარმომადგენლებს მოულოდნელად სტუმრობოდა და სუსტი სქესის წარმომადგენლებისათვის ფოტოები გადაეღო იმ პროექტისთვის, რომელსაც ახალგაზრდა ქალბატონმა " სილამაზის ატლასი" - ანუ "სილამაზე ყველგანაა" უწოდა.ვიდეოში მიქაელა საუბრობს ადამიანის თავდაჯერებულობასა და რწმენაზე იმის შესახებ - " რომ შენ კოსმეტიკის გარეშეც მშვენიერი ხარ"! რუმინელი ფოტოგრაფის სიაში მოხვდა კოლუმბიელი გოგონა. ინდონეზიელი ბრაზილიელილატვიელი - ქალაქი რიგათავისი თანამემამულე - რუმინელი გოგონა ახალი ზელანდიაკუბელი გოგონანიუ იორკი და სან ფრანცისკოეთიოპიელი ნოვაკის "ქალები" კულტურულ - სოციალურ გარემოს ზუსტად ასახავენ და ისინი ბუნებრივად, ყოველგვარი კოსმეტიკის გარეშეც მშვენიერები არიან.ფოტოგრაფის თქმით, ამ სამყაროში ყველა და ყველაფერი ლამაზია, რადგან თითოეული ქმნილება ინდივიდუალური და განსაკუთრებულია.მიქაელას სურს, მთელ მსოფლიოში იმოგზაუროს და კამერით ყველა ქვეყნის სილამაზე აღბეჭდოს.მაგრამ, როგორც წყარო წერს, ფოტოგრაფს ხანგრძლივი მოგზაურობის გამო ჯიბე ძალიან შეუთხელდა. ჩილელი ირანელი ჩვენდა საბედნიეროდ გადაღებულ 2000 - მდე ნამუშევარში მან 37 ფოტო გამოარჩია და ერთ - ერთი მათგანი ქართველი გოგონას ფოტოცაა, რომლის ვინაობას მართალია წყარო არ მიუთითებს, მაგრამ მნახველი აუცილებლად მიხვდება, რომ ეს ნამდვილი ქართული სილამაზეა. Tbilisi, Georgia ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: - " A young woman in Tbilisi, Georgia poses for her portrait". 159 10-ს მოსწონს
|