შოუბიზნესი "ვპასუხობ ყველას, რატომ არ მაცვია მძიმე შავები"-მაია ასათიანი კრიტიკოსებს მიმართავს 2017, 20 ივნისი, 20:21
შეგახსენებთ რომ, 23 თებერვალს მაია ასათიანს ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ცოტა ხნის წინ ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია დაარსდა, პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში საუკეთესო ქულების მქონე მინიმუმ ერთი ქართველი სტუდენტი უფასოდ ისწვლის. უნივერსიტეტის ეზოში კი ნუცას სახელობის ნატვრის ხე დადგეს. მიუხედავად რთული პერიოდისა მაია ასათიანი სამსახურში დაბრუნდა. "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი! ეს ჩემმა მასწავლებელმა, ოთარ შაორშაძემ მითხრა, ერთადერ 18 წლის შვილს რომ კრძალავდა იმ დღეს! 20 წლის წინ იყო ეს... ჰოდა დაცემა ადვილია- მე არ მიყვარს ადვილი გამოწვევები"-წერდა მაია სოციალურ ქსელში.
თქვენთვის საინტერესო: ნინი ბადურაშვილის აღსარება-რისი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა მომღერალმა
"დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი"-მაია ასათიანის ემოციური პოსტი
მაია ასათიანის მწვავე პასუხი ია ფარულავას: "არავისი საქმე არ არის, მყავს თუ არა გვერდით მამაკაცი"
2414 5-ს მოსწონს
|