x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
სასწრაფოდ შეამოწმეთ გაქვთ თუ არა მაჯაზე ასეთი ამობურცული!
ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელის მტევნის გარეთა მიდამოზე, თითებს შუა ან მაჯაზე კანქვეშ ამობურცულები გვიჩნდება, რაც მწერების კბენის შედეგია. თუმცა ყველა მათგანი კბენის შედეგი როდია და ჯანმრთელობისთვის რა საშიშროებას წარმოადგენს ის, ბევრმა თქვენგანმა აქამდე არ იცოდა.


image


არსებობს მსგავსი ვიზუალის მქონე ჰიგრომა (სითხის შემცველი კისტა, ლიმფანგიომა). ჰიგრომა კისტოზური წარმონაქმნია, რომელიც დაკავშირებულია სახსართან. ხშირად ის გვხვდება სხივ-მაჯის სახსრის ზურგის მხრივ ზედაპირზე, მტევნის გამშლელებს შორის, ასევე ტერფის ზურგზე კუბოიდურ ძვალთან. კლინიკურად ესაა მომრგვალებული ფორმისა და მკვრივი კონსისტენციის კეთილთვისებიანი მოძრავი სიმსივნე, დაფარულია ნორმალური კანით, დიამეტრით 0, 5-დან 3 სმ- მდეა.


ჰიგრომას გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა ცნობილია მისი გამომწვევი შემდეგი ფაქტორები:



● ძვალ–სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი სისუსტე.

● ძვლის ტრავმა, ძვლის არასწორი გაჭიმვა ან მოტეხილობის შემდეგ არასწორი შეხორცება.

● რბილი ქსოვილების დეგენერაციული დაავადებები, ანთება იდაყვის არეში.

● მაჯის რეგულარული გადაადგილება ( მუსიკოსები, მკერავები, კომპიუტერთან მომუშავე–მბეჭდავი).



სიმპტომები: ჰიგრომას, ე.წ. კისტის ზრდის პროცესი სხვადასხვაგვარია. შესაძლოა მისი ზომა წლების მანძილზე იყოს უცვლელი, ან საოცარი სისწრაფით გაიზარდოს რამოდენიმე დღეში. თუ თქვენს შემთხვევაში ამ ტიპის კისტას აქვს ადგილი, მაშინ ის შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:


● ძნელდება თითების ან იდაყვის მიხრა–მოხრა.

● კისტის მიდამო წითლდება და ნეკროტდება.

● კისტის მიდამოში ვითარდება გამაღიზიანებელი ტკივილი.

● იზრდება კისტა, ახდენს ზეწოლას სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებზე, რის გამოც კანის მგრძნობელობა ან სუსტდება, ან უფრო აქტიურდება.



დიაგნოსტიკა: მიუხედავად იმისა, რომ დიდი რისკფაქტორი არაა ჰიგრომა, ექიმთან ვიზიტი აუცილებლად უნდა გააფორმოთ. მიეცით უფლება გასინჯოს თქვენი კისტის მიდამო ქირურგმა ან ორთოპედმა, რადგან მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შესაბამისად სწორი მკურნალობა.




P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!



იხილეთ აგრეთვე:


ჭიპში ჩაიდეთ ბამბა და მომხდარი ნამდვილად გაგაოცებთ

ტიბეტელი ბერების საუკუნო საიდუმლოს ფარდა აეხადა- ჯანმრთელობის ელექსირი ცნობილია

დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათში

სასწრაფოდ შეამოწმეთ რა ფერისაა თქვენი ენა!

როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია ერთ წუთში! გაითვალისწინეთ

როგორ მოვიშოროთ ფეხიდან სოკო სამუდამოდ

როგორ ამოვიცნოთ რომელი ვიტამინი გვაკლია? გაითვალისწინეთ!




0
12453
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
12453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0