x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138656
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
დედის საჩუქარმა ჯერ შვილი და შემდეგ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებლები გააოგნა
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. დღევანდელი სტატიის თემა კი პირდაპირ კავშირშია პროვოკაციასთან, რადგან სხვა რაკურსით დაჭერილმა კადრმა საჩუქრის ადრესატიც და სრულიად ინტერნეტ-მომხმარებლები შეიყვანა შეცდომაში და ბინძური ფიქრები აიძულა.

image


18 წლის Shelby Donovan-ი საშობაოდ დედისგან ყველაზე საჭირო ნივთს ელოდა საჩუქრად, რომელიც 30 სტუმრის თანდასწრებით გახსნა, თუმცა ამას ნამდვილად არ ელოდა. "თითქმის დარწმუნებული ვიყავი იმ მომენტში, რომ ეს ის იყო, რაც ყველა თქვენგანმა იფიქრა, მაგრამ გამიკვირდა დედისგან და თან ამდენი სტუმრის წინაშე. ისინიც გაოცებულები დარჩნენ. როდესაც ამიხსნა დედამ თუ რა იყო ეს სინამდვილეში, რომელიც ამაზონიდან სპეციალურად გამომიწერა ჩემი ინდივიდუალური ჭიქისთვის, ცრემლებამდე ვიცინე."- ამბობს შელბი.


"გამიზნულად არ მიყიდია მსგავსი რამ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამხელა აჟიოტაჟი მოყვებოდა ამ ამბავს. უბრალოდ შელბის აქვს ინდივიდუალური ჭიქა, რომელსაც სჭირდებოდა დამჭერი და სახელური და მეც საშობაოდ სწორედ ეს ვაჩუქე. როგორც ჩანს ჩემმა საჩუქარმა ბებიიდან დაწყებული-მკითხველამდე ყველა გაახალისა"- წერს შელბის დედა.



imageimage




იხილეთ აგრეთვე:


ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ +11
ფოტოები, რომლებიც ბევრს გაცინებთ

ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ

წარმატებული კადრის გამო რას არ იზამენ– ბევრს იხალისებთ




0
3749
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0