შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილის აღსარება-რისი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა მომღერალმა 2017, 17 ივნისი, 23:48 მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ეს ალბათ მისმა პროფესიამ და ოჯახმა განაპირობა. ფაქტია ყველას ახსოვს მომღერალი ბავშვობიდან დღემდე. ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პრაიმშოუში" აღიარა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ნინი დასძენს, რომ სახეზე არაფერი არ აქვს გაკეთებული, რასაც მისი ძველი სურათებიც მოწმობს. შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილი დაქორწინებული გახლდათ ირაკლი კუტალაძეზე. წყვილი სკანდალურად დაშორდა, თუმცა ქალიშვილის ხათრით ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნეს. "ეს ნამდვილად იყო გიჟური სიყვარული და გადარევა, რადგან ადამიანს კარგად არვიცნობდი და ცოლად მაინც გავყევი. მჯეროდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ სხვა რამეა, როდესაც ოჯახური თანაცხოვრება იწყება. მე და ირაკლი არ ვმეგობრობთ, თუმცა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შვილის გამო. ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ელენეს ასეთი მამა ჰყავს. მეგობრობენ"-განაცხადა ნინიმ. მომღერალს აწყვილებდნენ ბიზნესმენ საშკა იოსელიანზე. მოგვიანებით ნინიმ ეს ყველაფერი აღიარა, თუმცა ურთიერთობა უკვე დამთავრებული იყო. მომღერალი საკმაოდ კარგი დედაა და ცდილობს თავისუფალი დრო ქალიშვილთან ერთად გაატაროს. თქვენთვის საინტერესო! შოკისმომგვრელი ისტორიები, რომლებსაც გენიოსი ვარსკვლავები საგულდაგულოდ მალავდნენ გასაოცარი სახეცვლილება: ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა გასაოცარი სახეცვლილება: ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა (ნაწილი 2) გასაოცარი სახეცვლილება: ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა (ნაწილი 3) გასაოცარი სახეცვლილება: ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა (ნაწილი 4) ხელოვნური სილამაზე, ანუ პლასტიკური ქირურგიის 10 საუკეთესო შედეგი ქართველ ვარსკვლავებში როგორი დედინაცვალია ლელა წურწუმია და ვინ არის მისი 20 წლის გერი? 1785 2-ს მოსწონს
|