x
image
K.P.
როგორი დედინაცვალია ლელა წურწუმია და ვინ არის მისი 20 წლის გერი?
image
























ლელა წურწუმია ყველასათვის ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია. ის დაქორწინებულია კახა მამულაშვილზე, მამულიჩაზე. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, 11 წლის მარიკო. მამულიჩა ლელას პროდიუსერია. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ნიკოლოზი. ის მამისაგან შორს, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის. მამა-შვილი ერთმანეთთან ურთიერთობას ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით ახერხებს. მამულიჩა პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზად ასაკს ასახელებს, თვლის, რომ წლების მატებასთან ერთად ბევრი რამის გადაფასება ხდება. პირველ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, მათ ხომ საერთო შვილი ჰყავთ... ახლა ის შვილს ურჩევს მისი შეცდომა არ გაიმეოროს და დაოჯახება არ იჩქაროს.

image

ლელას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს გერთან. ზოგადად ქართულ შოუბიზნესში ლელა ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ ადამიანად მიიჩნევა, კონფლიქტებშიც არასოდეს ეხვევა. ლელა ის "ბოროტი დედინაცვალი" არ გახლავთ, ზღაპრებიდან რომ ვიცნობთ. მას და ნიკოლოზს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთი ძალიან უყვართ. "ლელას და ნიკოლოზს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ხანდახან ისეთ თემებზე ლაპარაკობენ, რომ არც კი მეუბნებიან. ლელას ნიკოლოზი ძალიან უყვარს"-გვიამბობს კახა მამულაშვილი.


რაც შეეხება მარიკოს ის კარგად მღერის მაგრამ ლელა ცდილობს ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს, მირჩევნია კარგად ისწავლოს, სიმღერას კი ყოველთვის შეძლებსო. მომღერალი მკაცრი დედა არ გახლავთ, მაგრამ ცდილობს ქალიშვილს ბავშვობა არ დაუკარგოს და ზედმეტად არ გაათამამოს.

imageimageimageimage

0
1608
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0