კალათბურთი ვიქტორ სანიკიძე დაოჯახდა- ვინ არის მისი რჩეული 2017, 16 ივნისი, 12:25 საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ხელოვანი, მაიკო ბიწაძეა. მათი ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყვილმა ნიშნობის შესახებ მეგობრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნეს.
31 წლის სპორტსმენის ულამაზესი რჩეული, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, მაიკო ბიწაძე ხატვითაა გატაცებული. იგი ნიკა ცქიტიშვილის ცოლის, სოფო გოგებაშვილის მეგობარია, სანიკიძემ ის სწორედ ნიკასგან და სოფოსგან გაიცნო. წყვილი ქორწილის გადახდას შემოდგომაზე გეგმავს. 101 3-ს მოსწონს
|