x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეს ყველამ უნდა იცოდეს! ბუნებრივი ფენომენი, რომლის გამო, ზღვაზე ადამიანები იღუპებიან

ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს თუ როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი სულ სხვა რამაა.
აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებები, რომლებსაც ასევე «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) ეძახიან. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.


image

image


ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება და ისევ სანაპიროსკე მიცურავს, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც... ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, დაიღუპება.
მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველესყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგებაა საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ.
ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია.

სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.

image

image


უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკენ წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები.


image


ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწროა, დაახლოებით 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დრო და დრო.

image


image


სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება:
image1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით.
image2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანეა, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია.
image3. წყლის მოქცევის ზოლში ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტაა.


image


თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ.
ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე!


image


ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში?

image

უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები:
image1. ნუ ჩავარდებით პანიკაში!
imageსაკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან.
image2. დაზოგეთ ძალები!
imageარ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად - გვედზე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს.
image3. გაანალიზეთ!
imageთუ სწორედ იცურებთ – ანუ პლიაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერდზე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე.
imageგაითვალისწინეთ და გახსოვდეთ:
image1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ.
imageეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს!
image2. რიპი ძალიან განიერი არ არის.
imageმისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით.
image3. რიპის სიგრძე შეზღუდულია.
imageდინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.

9
32917
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
32917
  
2023, 28 იანვარი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 იანვარი, 20:49
ძალიან საინტერესო სტატიაა
2019, 28 ივნისი, 16:02
კარგი სტატიაა მომეწონა, მაგრამ გვერძე კი არა გვერდზე.
2017, 7 ოქტომბერი, 15:20
მეგობრობის თხოვნა გამოგიგზავნეთ, დადასტურების შემდეგ, ჩემი ნებისმიერი სტატია გახსენით და ავტორი, რომ წერია, იმის ქვევით ,,შეტყობინების გაგზავნის" ღილაკი იქნება.
2017, 7 ოქტომბერი, 14:50
ქალბატონო ლალი ,,, თქვენთან მაქვს შეკითხვა და როგორ დაგიკავშირდეთ.....
2017, 6 აგვისტო, 20:14
მე დამემართა ეგ ამბავი აფხაზეთში და სასწაულებრივად გადავჩი, უფრო სწორად – გადამარჩინეს.....
2017, 5 ივლისი, 18:07
«ადამიანი, რომელიც ასე ამახინჯებს საკუთარ ენას, არ შეიძლება მწერალი იყოს» – წერდნენ ჰანს კრისტიან ანდერსენის შესახებ, იმ დროინდელ პრესაში. მწერალი ისე ცუდად წერდა, რომ გამომცემლობაში ძლივს კითხულობდნენ.
წერა არც აგათა კრისტიმ იცოდა და 80-ზე მეტი წიგნი კარნახით დაწერა.
პეტრე პირველისთვის საერთოდ არ არსებობდა გრამარიკა და ორთოგრაფია. ის შეცდომებით წერდა და ამას არავინ აქცევდა ყურადღებას.
ინგვარ კამპრადს, კომპანია «Ikea»-ს დამფუძნებელს, არანაირი განათლება არ მიუღია. ცუდად კითხულობს და წერს, მაგრამ მისი ქონება 38 მლრდ. დოლარს აღემატება.
რაც შეეხება «სამარცხვინოები ხართ!»-ო, რომ წერთ, ამაში ვერ დაგეთანხმებით. მთავარი, ვფიქრობ, არა ორთოგრაფია, არამედ შინაარსია. სტატია 30 000-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა და მათ გაიგეს, თუ რა საფრთხე შეიძლება ელოდეთ ზღვაზე დასვენების შემთხვევაში და თუ ამ რიცხვს 5-ზე გავამრავლებთ (საშუალოდ, ოჯახის წევრების რაოდენობაზე), ეს უკვე 150 000 გამოვა.
2017, 28 ივნისი, 10:43
საჭირო წერილია, განსაკუტრებით ახლა,-ზღვის სეზონზე
2017, 16 ივნისი, 20:37
საინტერესო იყო...
0 1 9