თავის მოვლა იდეალური ფეხების საიდუმლო– ამას თქვენ არასდროს გეტყვიან 2017, 13 ივნისი, 10:34 იმის გამო, რომ ხშირად გვიწევს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომა, ბევრი სიარული თუ უბრალოდ მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ჩვენს ხეფებს ბევრი მძიმე დღის გადალახვა უხდება. ამიტომ მათ ყველაზე მეტი და რაც მნიშვნელოვანია, სწორი მოვლა ჭირდებათ. ექვსი ძირითადი წესი, თუ როგორ ვაქციოთ ფეხები იდეალურად 1. ფეხის ჰიგიენის ძირითადი პრინციპი კი მისი სიმშრალეა, რაც თავს აგარიდებთ სოკოვან დაავადებებს, რადგან ტენი მისი ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. იმისათვის, რომ თქვენი ფეხები იყოს მუდამ მშრალი, დაიმახსოვრეთ სამი ძირითადი პრინციპი: "მოიხმარეთ ბუნებრივი ნაწარმისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელიც ხელს უწყობს კანის სუნთქვას; არ მოიხმაროთ ზედიზედ რამოდენიმე დღე ერთი და იგივე ფეხსაცმელი; შხაპის შემდეგ აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ ფეხები"! 2. იმისათვის, რომ იდეალური ფეხები გვქონდეს, ფრჩხილების სათანადო მოვლა ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია. უფრო კონკრეტულად კი ფრჩილების სწორი დაჭრა, რადგან არასწორად ჭრამ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ჩაზრდა და ფეხის თითის დეფორმაცია. იმისათვის, რომ ფრჩხილები იყოს სწორად მოვლილი, დაიმახსოვრეთ სამი ძირითადი პრინციპი: " ფრჩხილები ყოველთვის დაიჭერით სწორად მომრგვალების გარეშე; არასოდეს არ დაიჭრათ ფრჩხილები ძირში, რადგან ამას შეიძლება მოყვეს ჩაზრდა ან ინფექცია; არასოდეს ამოჭრათ ფრჩხილის კუთხე, ის ამოწიეთ სპეციალური ჩხირით". 3. თუ მაინც მოხდა ფრჩხილის ჩაზრდა–ჩაბრუნება, გთავაზობთ მარტივ პროცედურას მის ამოსაღებად. 15–20 წუთის მანძილზე ფეხები ჩაყავით თბილ მარილიან წყალში, პროპორციით 1 ლ წყალზე 1 სუფრის კოვზი მარილი. შემდეგ კი ძაფის მეშვეობით მსუბუქად ამოწიეთ ჩაბრუნებული ფრჩხილი ზევით და მოჭერით. დაიმუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით და დაიდეთ ერთჯერადი ლეიკო–პლასტირი. თუ პროცედურა საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩაზრდილი ფრჩხილი კვლავ შიგნით დარჩა, გაიმეორეთ პროცედურა. შენიშვნა: თუ თითის გვერდი შეგისივდათ და ანთება დაიწყო, რასაც თან დაერთო ტკივილები, თვითმკურნალობა არ ჩაიტაროთ, მიმართეთ ექიმს! 4. იმისათვის, რომ თქვენი ფეხები იყოს მუდამ რბილი და სუფთა, კვირაში ერთჯერ უნდა ჩაიტაროთ პროცედურები. 15–20 წუთის განმავლობაში ფეხები ჩაყავით აბაზანაში, რომელშიც გამოიყენებთ სხვადასხვა მცენარეულ ეთერზეთებს, შესაბამის ინგრედიენტებსა და მარილს, ფეხებს კი დაიმუშავებთ აბაზანის შემდეგ სკრაბითა და პემზით, რომელიც ამოიღებს თქვენი ქუსლებიდან და კანიდან უხეშ ნაწილებს. 5. ფეხზე ზრუნვაში სავალდებულო კომპონენტია ფეხის კრემი დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა გლიცერინი და ლეციტინი. ნუ წაისვამთ კრემს თითებს შორის, რადგან ის შეიძლება სოკოს განვითარების მიზეზი გახდეს. 6. ფეხის მასაჟი– საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ დაღლილობას, გაიუმჯობესებთ ცირკულაციას და ხელს შეუწყობთ მის სიჯანსაღეს. აუცილებლად დაუთმეთ დღეში მხოლოდ 5 წუთი მასაჟს, ამისათვის, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ვიბრომასაჟორი ან უბრალოდ ჩოგბურთის მრგვალი ან სხვა რაიმე ბურთი გამოიყენოთ ამისათვის. იხილეთ აგრეთვე: ● როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები ● როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები ● შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ ● როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები 2267 20-ს მოსწონს
|