თავის მოვლა ყურის საწმენდი ჩხირების გამო ათასობით ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. რა მოხდა?! 2017, 16 მაისი, 11:21 ერთი შეხედვით უვნებელი და კომფორტული საშუალება ყურის გასაწმენდათ ე.წ. ყურის საწმენდი ბამბიანი ჩხირი საუკეთესო სულაც არ არის და დროა დაემშვიდობოთ მის მოხმარებას, რადგან პედიატრიული ჟურნალი "The Journal of Pediatrics"–ის განცხადებით ათასობით ბავშვი სწორედ ამ ჩხირების გამო მოხვდა საავადმყოფოში. გაინტერესებთ რატომ?!
ყურის საწმენდი ჩხირი, ე.წ ტამპონი ტრავმას აყენებს ბავშვის ყურებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი დედისგან დამოუკიდებლად ცდილობს მისი საშუალებით ყურების გამოსუფთავებას. ამ პროცესით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული ყურის დაზიანებებია ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება, რაც სინამდვილეში აპკის პერფორაცია (პერფორაცია ნიშნავს აპკში ხვრელის ან გარღვევის არსებობას. ეს შეიძლება დისკომფორტს გიქმნიდეთ, მაგრამ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ გაივლის, თუ შეინარჩუნებთ ყურის სიმშრალეს და არ განვითარდება რაიმე ინფექცია) ან ყურის რბილი ქოსივლის დაზიანებაა. მსგავს შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რომელსაც შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, თუ რა თქმა უნდა საქმე უკვე არ არის გართულებული: ვესტიბულარული აპარატის დარღვევა და სმენის დაქვეითება. ექსპერტები გვინმარტავენ, რომ არ არის საჭირო ყურის არხების გაწმენდა, რადგან მათ აქვთ თვითგაწმენდის ფუნქცია. ყურის ჩხირით გოგირდის გამოღების მცდელობისას ხელს უწყობთ გოგირდებს უფრო ღრმად მოხვდნენ ყურის აპკთან და ზიანდება ყურის ქსოვილები. ამიტომ ნუღარ გამოიყენებთ მათ, გამოიწმინდეთ ყურები სველი პირსახოცის კუთხით, სხვა შემთხვევებისთვის კი მიმართეთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმს (გამორეცხვა, გოგირდის გამოღება და ა.შ). P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ! 179 14-ს მოსწონს
|