თავის მოვლა მკურნალობისას დაშვებული 5 უხეში შეცდომა, რის გამოც წამლები არ მოქმედებენ 2017, 11 ივნისი, 18:00 ბევრი ჩვენგანი მკურნალობისას დიდ იმედებს ამყარებს წამლებზე, მაგრამ ხშირად მედიკამენტები ვერ გვშველიან. ამის მიზეზები მათი მიღებისას დაშვებული შეცდომებია. არასწორად ვაყოლებთ აბების მიღებისას მათ ზოგჯერ ისეთ სითხეს ვაყოლებთ, რომლებიც შესამჩნევად ასუსტებენ წამლის მოქმედებას. ესენია: . კოფე და კოლა (წამალი მალე იშლება) . ჩაი (ნელდება კომპონენტების შეწოვა) . რძე (ანტიბიოტიკების მოქმედება სუსტდება) . გრეიფუტის წვენი (იცვლება წამლის ფარმაკოლოგიური ეფექტი) თუ ინსტრუქციაში სხვა რამ არ წერია, წამალს ყველას ჯობია ოთახის ტემპერატურის მქონე წყალი დავაყოლოთ. არ ვღებულობთ საჭირო საჭმელს თუ წამლის მიღება ჭამის დროს გვაქვს, მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რას ვჭამთ. ბოჭკოს შემცველი პროდუქტები ცოცხივით ხვეტავენ წამლის შემადგენლობიდან სასარგებლო კომპონენტებს. მათ განეკუთვნება: . შვრია და ქატო . კომბოსტო. . კენკროვნები. . მწვანილი. . გოგრა. . პარკოსნები. . სოკო. . უხეშად დაფქვეული ფქვილისაგან დამზადებული პროდუქტები. ზოგიერთი წამლის მიღებისას საჭიროა დიეტის დაცვა, ამიტომ ყურადღებით წავიკითხოთ ინსტრუქცია. არ ვიცავთ გრაფიკს წამლების მიღების გრაფიკი აუცილებლად უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი არ იმოქმედებს. წამლებიდან კოქტეილს ვაკეთებთ თუ ექიმმა ბევრი წამალი გამოგიწერათ მათი მიღება ერთად დაუშვებელია. მიღებებს შორის ინტერვალი 10 წუთი მაინც უნდა იყოს. მკურნალობას ვწყვეტთ როგორც კი თავს უკეთესად ვიგრძნობთ, ჩვენ აღარ ვაგრძელებთ წამლების მიღებას. ეს დიდი შეცდომაა, ამან შეიძლება დაავადების რეციდივი გამოიწვიოს. მკურნალობა არ უნდა შევწყვიტოთ, სანამ ექიმი არ გვეტყვის. მკურნალობის მიზანი ხომ სრული გამოჯანმრთელებაა და არა სიმპტომების გაქრობა. 410 შეფასება არ არის
|