საბუნებისმეტყველო უკან, წარსულში 2017, 11 ივნისი, 15:01 ოლიმპოს მთა საბერძნეთში
არავინ იცის რა იმალება წარსულში. დღეს, XXI საუკუნეშიც კი, როდესაც ადამიანის შესაძლებლობები უმაღლეს დონეს აღწევს, შეუძლებელია წარსულის საიდუმლოებების ამოხსნა. მის შესახებ, ჩვენ, არქეოლოგიური გათხრების მიერ აღმოჩენილი პაპირუსის ქაღალდის თუ ეტრატზე შემონახული წარწერების მიხედვით ვიგებთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ათენი ერთ-ერთი უძველესი პოლისი იყო საბერძნეთში, რომელმაც განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია საოზოგადების თითქმის ყველა სფეროში: კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა და სხვა. ათენში ძირითად ლიტერატურას მითზე დაფუძნებული ხელოვნების ნიმუშები შეადგენდა. მითი - არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ამბავი, რომელსაც არ ჰყავს ავტორი და განსაკუთრებული შინაარსის გამო, თაობებზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს და უნახავს კაცობრიობას. საოკმად ძველი მითებია მოღწეული, რომლებიც მოგვითხრობენ ოლიმპოს მთასა და მასზე მცხოვრები ღმერთების შესახებ. მითის თანახმად, ძველ საბერძნეთში არსებობდა 14 ღმერთი. თითოეულ ამ ღმერთს დაუკავშირდა გამგებლობის გარკვეული სფერო, რომელიც ზევსის ნებით არის დაწესებული. 1.ზევსი - კანონიერების ღმერთი 2 .ჰერა - ქორწინებისა და ბავშთა გაჩენის ღმერთი 3.პოსეიდონი - მზის სტიქიისა და მიწის რყევის ღმერთი 4.დემეტრეს - დედამიწის ნაყოფიერების ღმერთი 5.აპოლონი - ხელოვნების, მედიცინის, მზის სინათლის ღმერთი 6.არტემისი - ნადირობის ღმერთი 7.ჰეფესტოსი -ცეცხლის და მჭედლობის ღმერთი 8.ათენა - სიბრძნის ღმერთი 9.არესი - ომის ღმერთი 10.აფროდიტე - სილამაზსა და სიყვარულის ღმერთი 11.ჰერმესი - მოგზაურობისა და შიკრიკობის ღმერთი 12.ჰესტიას - ოჯახური კერის ღმერთი 13.ჰადესი - ქვესკნელის ღმერთი 14.დიონისე - გართობისა და ღვინის ღმერთი ზევსი დიდ ბერძენი ეპიკოსის, ჰესიოდეს მიხედვით, რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე თავიდან არსებობდა ქაოსი, შემდეგ დედამიწა გეა, მიწისქვეშეთი ტარტაროსი და ეროსი. ქაოსმა დასაბამი მისცა წყვდიადსა და ღამეს, ტარტაროსმა მისი შთამომავლები შვა. გეასა და ურანოსის შეუღლებით იშვა 6 ქალი და 6 ვაჟი. შემდგეგ მთელი ძალაუფლება ხელთიგდო ურანოსმა და მისი შვილების მოშორება გადაწყვიტა. გაბრაზებულმა დედამ შვილები მამის წინააღმდეეგ აამხედრა. კრონოსმა სძლია მამას და რეასთან შეუღლების შემდეგ შვიდი შვილი გაუჩნდა. კრონოსმა ძალაუფლების დაკარგვის შიშით შვილები გადაყლაპა, მხოლოდ ზევსი გადარჩა, რომლის მაგივრადაც დედამ ქვა გადააყლაპინა კრონოსს. ზევსმა შურისძიება განიზრახა, დაამარცხა კრონოსი და მისი თაობის ყველა ღმერთი, გახდა უზენაესი ხელისუფალი. დამარცხების შემდეგ ზევსმა კრონოსს გადმოანთხევინა გადაყლაპული და-ძმები, რომლის შედეგედაც მათ გამგებლობის სფერობი დაინაწილეს. პოსეიდონი ზღვასა და მდინარეებს განაგებდა, ჰადესი მიწისქვეშეთს და საიქიოს, ზევსი კი სამართლიანობის ღმერთი იყო, ადამინებისა და სამყაროს გამგებელი. ჰადესი პოსეიდონი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არა ერთი, ამგვარის შინაარსის ნაწარმოებებს წავაწყდებით. ისინი არარეაულური, არაორდინალური სიუჟეტებიის მიხევდით არის შექმნილი, ამიტომაც გამოირჩევა სხვა ყველა ლიტერატურული ნაწარმობებისგან და ამიტომაც ეწოდებათ მითი. იგი აღფრთოვანებას იწვევდა ბერძნებში განსაკუთრებული შინაარსის წყალობით და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მათზე, ამიტომაც შემოგვრჩა დღემდე. ვინ იცის, იქნებ, მართლაც არსებობდნენ ღმერთები და ქალღმერთები. დღევანდელობისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ აშკარაა, რომ წარსული ბევრ საიდუმლოს ინახავს და ამ საიდუმლოებებს შესაძლებელია რეალური ისტორია ედოს საფუძვლად. სამწუხაროდ, ამის ამოხსნა, ჩვენ, მოკვდავებს არ შეგვიძლია. ქრისტინე უგლავა თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი 95 შეფასება არ არის
|