როგორ გავიდიდოთ და ავიწიოთ საჯდომი მარტივად, სახლის პირობებში
2017, 10 ივნისი, 20:59
თუ გსურთ უფრო დიდი, მოხდენილი და ლამაზი საჯდომი გქონდეთ, ეს სტატია თქვენთვისაა. უნდა იცოდეთ, რომ ვარჯიშის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. თქვენი მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა დაიცვათ ეს 2 ეტაპი: * გამამკვრივებელი ვარჯიში * შესაბამისი კვება ვარჯიშის შემდეგ, თქვენი დუნდულები აღდგენით ციკლშია და აუცილებელია სწორი ტიპისა და რაოდენობის საკვების არჩევა, რათა უზრუნველყოფილი იქნას თქვენი საჯდომის ზომაში მომატება. გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესი: თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი წონა, უნდა ჭამოთ უფრო მეტი. თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი საჯდომის ზომა, თქვენ უნდა მიიღოთ საკვების დარეგულირებული რაოდენობა. გადაჭარბებული ყველაფერი ცუდია, ამიტომ ნუ მიიღებთ მხოლოდ პროტეინს ან ნახშირწყლებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ყოველდღიურად ხილის ერთი ნაყოფი მაინც უნდა მიიღოთ, როგორც მინიმუმ. თუმცა ყოველდღიური რეკომენდაცია დღეში 3-დან 5-მდეა. იხილეთ საკვები და ზოგიერთი ეფექტური ვარჯიში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს საჯდომს გაზრდაში. ცილები ცილების ზოგიერთი ბუნებრივი წყაროა თინუსი, კვერცხი, ინდაური, ქათამი, ყველი, მჭლე წითელი ხორცი, ნებისმიერი თევზი (უმჯობესია მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი). ნახშირწყლები ნახშირწყლები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კარგი კუნთოვანი მასა არის: ყავისფერი ბრინჯი, შვრია, მარცვლეული, კარტოფილი და ა.შ. ცხიმი ცუდი ცხიმებისგან განსხვავებით, კარგი ცხიმები უზრუნველყოფს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ისინი ასევე დაგეხმარებიან თქვენი ოცნების სხეულის მიღებაში და წონის დაკარგვაშიც კი. ჯანსაღი ცხიმების საუკეთესო წყაროებია თევზის ქონი, უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი, ნუში, კაკალი და არაქისის კარაქი. ბოსტნეული ყურადღება გამახვილეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარ ბოსტნეულზე, როგორებიცაა ბროკოლი, ისპანახი და ნებისმიერი მწვანე ბოსტნეული. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ იმდენი, რამდენიც გინდათ. სავარჯიშოები დაიმახსოვრეთ, რომ ვარჯიშის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. თქვენი ვარჯიშის რუტინა უნდა შეიცავდეს ხიდებს, ე.გ სქუატებს, ბუქნებს და ა.შ.