სასმელები ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც კატებზე ამბობენ – 15 ხალხური ნიშანი და ცრურწმენა 19 ოქტომბერი, 8:33 კატები ადამიანებთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ და აღმერთებდნენ კიდეც. მაგ., ძველ ეგვიპტეში, როდესაც საყვარელ კატას კარგავდნენ, მწუხარების გამოსახატავად, წარბებს იპარსავდნენ. კარდინალ რიშელიეს, სასახლეში თორმეტი კატა ჰყავდა, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ და ის კატებისადმი უფრო მეტ სითბოს იჩენდა, ვიდრე ადამიანებისადმი. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ კატები პარანორმალური თვისებების მატარებლები არიან და ისინი უბედურების მოახლოებას გრძნობენ. არის ქვეყნები, სადაც დღემდე სჯერათ, რომ ქორწილის წინ, ზღურბლზე გამოჩენილი თეთრი კატა, იღბლის მომტანია, ხოლო შავი – უიღბლობის. საფრანგეთში, ბულგარეთში და ინგლისში, შავი კატის ჩუქება განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ითვლება. კატებთან, ბევრი ცრურწმენა და ნიშანია დაკავშირებული. მაგ., თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში კატებს ყოველთვის გულისხმიერებით ეპყრობოდნენ, ევროპაში, შუა საუკუნეებში, მათ სასტიკად დევნიდნენ, ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ და ცეცხლზე წვავდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ევროპაში, შავი ჭირის ეპიდემია, კატების მასობრივმა ამოწყვეტამ გამოიწვია, რომლებიც დაავადების მატარებელი თაგვებისა და ვირთხების ძირითადი მტრები იყვნენ. რაც შეეხება ცრურწმენებს, აქ ყველაზე გავრცელებულ, 15–ე ვისაუბრებთ:1. თუ გზას შავი კატა გადაგიჭრით, უსიამოვნებას ელოდეთ, თუ თეთრი – პრობლემა არ შეგხვდებათ. ხოლო სამფერიანი – იღბალს მოგიტანთ და სურვილებს აგისრულებთ. 2. კატა სახლში კეთილდღეობის და სიმშვიდის გარანტიაა: სამფერიანს იღბალი მოაქვს, ზოლიანს და ხალებიანს – ფული, შავი ბოროტებისგან იცავს ოჯახს, შავ-თეთრი – უბედურებისგან. ძუ კატა ოჯახს "ააყვავებს", ხვადი კი, – ყველანაირად დაიცავს. 3. თუ თქვენი სახლი, იღბალმა და ფულმა დატოვა, აიყვანეთ უსახლკარო კატა, ან კნუტი და ყველაფერი ძველებურად იქნება. 4. როდესაც უსახლკარო კატებს და კნუტებს აჭმევთ, ამით გარდაცვლილი ნათესავების სულებზე ზრუნავთ. 5. თუ თქვენს კარებთან უსახლკარო კნუტი მოვა, ის აუცილებლად უნდა აიყვანოთ. მისი გაგდების შემთხვევაში, სახლში მაცხოვრებლები, 7 წლის მანძილზე, იღბალს ვერ ეღირსებიან. 6. დიდი კატის მოკვლა, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უიღბლობით ისჯება. 7. კნუტების წყალში ჩახრჩობის, ან მიწაში ჩამარხვის შემთხვევაში, 7 თაობაში, წყალში დამხრჩვალი, ან ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანი იქნება. 8. თუ ოჯახში გასათხოვარი, ან დასაქორწინებელი არის ვინმე და ოჯახის შექმნას ვერ ახერხებს, ოჯახმა 7 უპატრონო კნუტი უნდა გააშვილოს, მოსიყვარულე და კეთილ ადამიანებზე. 9. თუ თქვენთან სტუმარი მოვიდა და კატა დაიმალა ე.ი. ის ბოროტი განზრახვით არის მოსული, ან ბოროტი ადამიანია და პირიქით, თუ კატა სტუმარს შეეგება და ფეხზე გაეხახუნა – ეს ადამიანი თქვენთან, კეთილი მიზნით არის მოსული. 10. თუ კატა გორგალივით დამრგვალდა და კუდი ცხვირზე მიიფარა, ცუდი ამინდი არის მოსალოდნელი. ხოლო, თუ სახის წმენდისას, ყურსაც იყოლებს – კარგი. 11. თუ კატა გამუდმებით ერთი და იგივე ადგილზე აწვება ადამიანს და იმ ადგილზე თათებით მასაჟის გაკეთებას ცდილობ, ე.ი. იმ ადგილზე ჯანმრთელობის პრობლემაა კატა მკურნალობს. სინამდვილეში, სამკურნალო კატის კრუტუნია და არა მასაჟები. 12. კატის ყიდვა, ან გაყიდვა არ შეიძლება, ის რამე ნივთში უნდა გაცვალოთ. 13. ადგილი რომელიც კატას ძილისთვის აქვს ამოჩემებული, ადამიანისთვის სასარგებლო არ არის. 14. ახალ სახლში გადასვლისას, სახლიდან ბოროტების განდევნის მიზნით, პირველს კატას, ან კნუტს უშვებენ. თუ კატა სახლში არ შევა ე.ი. სახლი, იღბალს და ბედნიერებას არ მოუტანს იქ მცხოვრებლებს. 15. იმისათვის, რომ დღეგრძელი იყოთ, გქონდეთ ჯანმრთელი გული და ნერვები, თქვენთან ერთად, ყოველთვის კატა უნდა ცხოვრობდეს. კატა ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს, მაგრამ ის, არც უებარი წამალია და არც ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტი. * ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს არტეფაქტი, რომელიც კონტაქტში შემოდის* არტეფაქტები ატლანტიდიდან* 10 ნიშანი იმისა, რომ ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას163 3-ს მოსწონს
|