x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
მძარცველს ქალის მანქანაში თავისი ტელეფონი დარჩა. ქალმა ქურდის დედას დაურეკა!
როდესაც ელიზა ვებმა აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა გაძარცვეს, მან არ იჩქარა პოლიციაში დარეკვა. ამის მაგივრად მან გადაწყვიტა ბოროტმოქმედი სხვაგვარად დაესაჯა და ...მის დედას დაურეკა!

image

დიახ! ვაი-ბოროტმოქმედმა ელიზას მანქანიდან რამოდენიმე პირადი ნივთი მოიპარა, მაგრამ წინა სავარძელზე თავისი ტელეფონი დარჩა. ქალმა იოლად მოძებნა მასში ბიჭის დედის ნომერი და აუხსნა რაც მოხდა.


ამ მომენტიდან ისტორიას კომიკური მხარე უნდა მიეღო, მაგრამ რაც შემდგ მოხდა, ძალინ შთამბეჭდავია.

image

ელიზამ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძნელადაღსაზრდელ მოზარდებთან აქვს მუშაობის გამოცდილება, იცოდა, რომ ზოგჯერ ისინი ნამდვილ ბრიყვულ და გაუაზრებელ ქმედებებს ჩადიან. ქალს სწამდა, რომ ყოველი ადამიანი იმსახურებს მერე შანსს. ამიტომ, მან გადაწყვიტა პოლიციისთვის არ მიემართა და უფრო ეფექტური ხერხი მოეგონებია ბიჭების ჭკუის სასწავლებლად.


როგორც კი ქალი არასრულწლოვანი ბოროტმოქმედის სახლის კართან გამოჩნდა, მან ბიჭის თვალებში დანაშაულის და სინანულის გრძნობა ამოიკითხა. „ ის
დამარცხებულად და მოტეხილად გამოიყურებოდა, _ ამბობს ელიზა. _ ის ისე მიყურებდა, თითქოს აი ახლა იტირებსო“.

image

როგორც გაირკვა, ელიზას მანქანა არ იყო ერთადერთი, რომელიც იმ საღამოს მოზარდებმა გაქურდეს. მათ გატეხეს და გაქურდეს დაახლოებით ათი მანქანა. რა თქმა უნდა ადამიანების უმრავლესობამ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. მაგრამ ელიზა აპირებდა ბიჭების ცნობიერებამდე მიეწვდინა ხმა ისე, რომ მათ ცხოვრება სისხლის სამართლის პასუხისგებით არ გაეფუჭებია. მან გადაწყვიტა მათთვის ისეთი სასჯელი მოეგონებია, რომელიც აჩვენებდა მათ მათი ბრიყვული ქმედების მთელ ამორალურობას.


იმსჯელა რა ამის შესახებ მოზარდთან და მის დედასთან, ელიზამ მოიფიქრა ბიჭების დასჯის მეთოდი. მათ უნდა მოეგროვებინათ მოპარული ნივთები და დაევლოთ სახლები მათი დაბრუნების მიზნით.


სწორედ ასე მოიქცნენ ბიჭები. ისინი დადიოდნენ სახლებში, აბრუნებდნენ მოპარულ ნივთებს და პირადად თხოვდნენ პატიებას თითოეულ დაზარალებულს.


ელიზას გადაწყვეტილება - სამართლიანობის და სიკეთის ნამდვილი მაგალითია. მხოლოდ დიდი გულის მქონე ადამიანს შეუძლია იფიქროს სხვა ადამიანის ბედზე მაშინაც კი, როდესაც თვითონ მისი მსხვერპლია.

საბედნიეროდ ეს მოზარდები ამ ქალს შეხვდნენ და ამით მეორე შანსი მიეცათ ცხოვრებაში. იმედია მათ ამ სიტუაციიდან კარგი გაკვეთილი მიიღეს და ამგვარ დანაშაულს აღარ ჩაიდებენ.


იხილეთ ასევე:

1.მამაკაცის ჩანთაში პოლიციელებმა შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინეს. მაგრამ, მეტი საშინელება, შემდეგ გახდა ცნობილი!



2. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰოლდინგი Johnson & Johnson 110 მილიონ დოლარს გადაუხდის კიბოთი დაავადებულ ამერიკელ ქალს


3. ჩინეთში აღმოაჩინეს მანქანის 30 წამში გატაცების გზა !!!

0
1716
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0