x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პეტერბურგში ცნობილი ბალეტმაისტერი სტომატოლოგის სავარძელზე გარდაიცვალა
imageცნობილი ბალეტმაისტერის სერგეი ვიხარევის გარდაცვალების გამო დანიშნულია სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზა.


ჩრდილოეთის დედაქალაქში დაწყებულია კვლევა მარიინსკის თეატრის ბალეტმაისტერის, სერგეი ვიხრევის გამო, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტის დროს გარდაიცვალა.


55 წლის მსახიობი 2 ივნისს კბილების გაკეთების დროს სტომატოლოგის სავარძელზე გარდაიცვალა, ამ დროისთის მიმდინარეობს კომპექსური კვლევა, სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებულია დოკუმენტები, დანიშნულია სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა.


გეგმაში იყო ვიხარევისთვის ნაწილი კბილების დაძრობა და იმპლანტანტით შეცვლა. აღსანიშნავია, რომ მსახიობს სამი სპეციალისტი ერთად უკეთებდა ოპერაციას, ნარკოზის შეყვანის შემდეგ ვიხარევმა სუნთქვა შეწყვიტა, რეამინაციის მცდელობის მიუხედავად მსახიობი 30 წუთში გარდაიცვალა.ექიმების ბრალულობის დამტკიცების შემთხვევაში დადგება საკითხი მათი პასუხისმგებლობის შესახებ.



ვიხარევი რუსეთის დამსახურებული არტისტი და პრემია "ოქროს ნიღაბის" მფლობელია .მარიინსკის თეატრის მსახიობი 1986 წლიდან იყო. მან შეასრულა პარტიები ისეთ დადგმებში, როგორებიცაა:გედების ტბა, ჟიზელი, ვეფხისტყაოსანი, რომეო და ჯულიეტა და სხვა.





0
368
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0