სტომატოლოგია შოკი:ისინი რაც თქვენს პირის ღრუში ბუდობენ.(რამდენიმე ათასჯერ გადიდებული) 2017, 26 თებერვალი, 14:50 იმას რაც ამ ფოტოებზე იხილავთ, რაიმე ეგზოტიკური მცენარე ან პეიზაჟი გეგონებათ, სინამდვილეში კი ეს არის ბაქტერიები, რომლებიც თქვენს პირის ღრუში, კერძოდ კბილებზე და ღრძილებზე არიან მოკალათებულნი.მათი მასშტაბი 400-იდან 10000-მდეა გადიდებული.
1)კბილზე ნადები(გადიდებული 400-ჯერ), რომელზეც წარმოქმნილია ბიოსაფარი, მასზე ბუდობენ კოლონიზებური ბაქტერიები და ცდილობენ შეურთდნენ კბილის ზედაპირს. 2) იგივე კბილის ნადები 10000-ჯერ გადიდებული. 3) ფოტოზე წარმოდგენილია ემალის უჯრედების ფენა, (ლურჯი ფერი), კბილის ზედაპირი(ყვითელი) და დენტინი(წითელი), -ნაპრალებიანი ორგანო მიკროსკოპული არხებით, რომელსაც დენტინის არხები ჰქვია და აკავშირებს პულპებს. 4)ყვითელი ფერია ნადები კბილზე, რომლის მჟავა წარმოადგენს ნარჩენებს, რომელიც საჭმლის გადამუშავების დროს წარმოიქმნება.ესაა ბაქტერიები, რომლებიც კბილის დემინერალიზაციას ახდენენ და ქმნიან კარიესის ნაპრალებს. 5)კბილზე დაწყებული კარიესი, რომელიც ბაქტერიალური "ნაგვისგან" წარმოიქმნა, ამ შემთხვევაში კარიესი კბილზე გვერდიდან დაიწყო. 6) ეს უკვე ღრძილზე დაგროვილი ბაქტერიებია, კბილზე ნადებმა შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაავადება-გინგივიტი ან პარადონტიტი.ამიტომ აუცილებელი გავიწმინდოთ კბილები ძაფით ყოველდღიურად. 7)კბილის ზედაპირი(ყვითელი ფერი), სფერული ბაქტერიების ხალიჩა(ცისფერი) და კაპილარები(წითელი) 8) კბილის ჯაგრისი -დროთა განმავლობაში მისი ეფექტურობა კლებულობს, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისი ყოველ 3-4 თვეში გამოცვალოთ. 9) ამ ფოტოზე უკვე ხედავთ ჯაგრისის ერთ ღეროზე დარჩენილ კბილის ნადების ნარჩენებს.კბილების გახეხვის შემდეგ ყოველთვის კარგად გარეცხეთ ჯაგრისი და დადეთ ღია მდგომარეობაში თავსახურის გარეშე, რადგან დახურულ კონტენიერში უფრო მეტი ტენია, რომელიც მიკრორგანიზმების გამრავლებას უწყობს ხელს. 10)ამ ფოტოზე ისევ ნარჩენებს ხედავთ კბილის ჯაგრისზე, რომელიც 750-ჯერ არის გადიდებული. 11) კარიესის შემდეგ წარმოქმნილი ბაქტერიები, გადიდებული 1000-ჯერ. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე 116 6-ს მოსწონს 1-ს არა
|